Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ ვცვლით ოკუპაციის კანონს?

15 მაისი 2013

წინა კვირას პარლამენტში უმრავლესობამ ოკუპაციის კანონში ცვლილების კანონპროექტის პირველი მოსმენაზე გატანა ვერ მოახერხა. ოპოზიციამ საკითხს ტექნიკური ბოიკოტი გამოუცხადა, რამაც პარლამენტის დარბაზში ცხარე დებატები გამოიწვია.  ნაცმოძრაობა ხელისუფლებას რუსული ინტერესების გატარებაში, მთავრობა კი ოპოზიციას საზოგადოების პატრიოტულ გრძნობების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ასრულებს თუ არა  საქართველოს მთავრობა ოკუპაციის კანონის ცვლილებით რუსეთის დაკვეთას?  დღეს ამ კითხვას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, რადგანაც ყველას ახსოვს, რომ  ოკუპაციის კანონის შერბილება ან გაუქმება არაერთხელ ყოფილა რუსი მაღალჩინოსნების მოთხოვნა. რაც აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ან მოსკოვისთვის უკვე მიცემულ პირობას ასრულებს და ამიტომ იბრძვის უმრავლესობა ასე თავგამოდებით ამ ცვლილების მისაღებად, ან შეპირებული რუსული ბაზრის არგახსნით უკვე აშანტაჟებს კრემლი ივანიშილის ხელისუფლებას და მასში პოლიტიკური ფასის გადახდას ითხოვს.

ხელისუფლების წარმომადგენელებს არგუმენტად მოჰყავთ, რომ ეს არის უწყინარი, ჰუმანური აქტი, რომლის შედეგადაც ფსოუსა თუ როკის გვირაბთან საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთ პირველ ჯერზე პატიმრობის ნაცვლად 400 ლარით დაისჯება, რაც უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს რუსი ტურისტებისთვის, ასევე ხაზს გაუსვამს საქართველოს კეთილგანწყობას რუსი ხალხისადმი და ამით შესრულდება ევროკავშირის რეკომენდაციაც.

საყურადღებოა, რომ მართლაც არსებობს ევროკავშირის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს ურჩევს შეარბილოს ოკუპაციის კანონი საზღვრის გადმოკვეთის ნაწილში. თუმცა ეს ის განსაკუთრებულად იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის რეკომენდაცია და კრემლის მოთხოვნა ერთმანეთს ემთხვევა. განსხვავება იმაშია, რომ ეს ცვლილება ევროკავშირს კონფლიქტური რეგიონების დე–იზოლაციისთვის სჭირდება, კრემლის კი იმის საჩვენებლად, რომ საქართველომ ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით უკან დაიხია.

მეორე მხრივ, ოკუპაციის კანონზე უკანდახევით, საქართველომ  შესაძლოა შექმნას ძალიან ცუდი პრეცედენტი, რომელიც იქნება გზავნილი როგორც რუსეთის ისე დასავლეთისთვის,  რომ ისეთ  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და პრინციპული საკითზეც კი როგორც ოკუპაციაა თბილისი ან შანტაჟს ექვემდებარება ან მზადაა კომპრომისისთვის, თუ ადეკვატური ფასს გადაუხდიან.

გარდა პოლიტიკური ნაწილისა, არსებობს იურიდიული პრობლემაც.   თუ ფსოუზე ან როკის გვირაბის გავლით საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის ჯარიმა დაწესდება, მაშინ რატომ უნდა დავიჭიროთ იმავე დანაშაულისვთის ადამიანი წითელ ხიდსა თუ სარფზე? გარდა იმისა, რომ ეს უსამართლობა იქნება, გამოვა რომ ჩვენ თვითონვე სხვადასხვაგვარად ვეპყრობით საკუთარ საზღვრებს. 

ასევე გაურკვეველია რატომ შეუწყობს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის პატიმრობის ნაცვლად ჯარიმის დაწესება  საქართველოში რუსი ტურისტების მოზიდვას.  თუ რუსეთის მოქალაქე ერთხელ მაინც გადასულა აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში რუსეთიდან, მათ თბილისის ან ბათუმის აეროპორტში ჩამოსვლისას  ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ და არა მგონია რომელიმე რუსი ტურისტი იმისთვის ჩამოვიდეს საქართველოში, რომ 400 ლარი გადაიხადოს.

თუ ხელისუფლება მართლა არ ასრულებს რუსულ დაკვეთას, მაშინ ვალდებულია ლოგიკური განმარტება გააკეთოს და საზოგადოებას აუხსნას, თუ რაში სჭირდება საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონის ცვლილება და რატომ გახდა დღეს ეს საკითხი სასწრაფოდ გადასაწყვეტი.  და თუ ეს კონკრეტული გარიგების ნაწილია, მაშინ ისიც გასაგებად უნდა ითქვას, რის სანაცვლოდ კეთდება  და რა კონკრეტულ სარგებელს მოუტანს საქართველოს. წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო ის ეჭვი გაძლიერდება, რომ ივანიშვილის ხელისუფლება კრემლის შეკვეთას ასრულებს, არამედ გაჩნდება მეორე ეჭვიც, რომ ხელისუფლება ან რუსეთთან მოლაპარაკების ნაწილში ეფექტურად ვერ მუშაობს ანდა რუსული შანტაჟის მსხვერპლია. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^