Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სილამაზე და ენერგეტიკა

29 სექტემბერი 2013

რატომ ხდება  ყოველთვის ისე, რომ სწორედ ის, რაც მე მშვენივრად მიმაჩნია,  ეღობება ხოლმე წინ კეთილდღეობას, პროგრესს,  და, საერთოდ, ქვეყნის მომავალს? რაღაც ვერ მაქვს, ეტყობა, წესრიგში ესთეტიკური პრიორიტეტები... თან, მგონია (კიდევ ერთი ჩემი სისულელე), რომ ნამდვილი სილამაზის ფასი არაფერია და სილამაზის განადგურებას, ვერაფერი, საერთოდ ვერაფერი ვერ გაამართლებს.  მაგალითად, მეჩვენება, რომ მშვენიერია  მთა საერთოდ, და კერძოდ, საქართველოს მთები; უმშვენიერესია, აგრეთვე, ჯადოსნური ტყეები, გაზაფხულის ყვავილოვანი ხალიჩით, ზაფხულის სიმწვანით, შემოდგომის ფერთა ფანტასმაგორიით და ზამთრის ძუნწი,  დახვეწილი გრაფიკით. უმშვენიერესები არიან ტყის ბინადრები, ასე რომ ერწყმიან, თან აცოცხლებენ ტყეს; ლამაზია, აგრეთვე ძველი არქიტექტურა, რომელიც არ არღვევს ბუნების ჰარმონიას, პირიქით, ხაზს უსვამს და ამძაფრებს მის სილამაზეს... და ახლა მე, სულელს, ჭკვიანი ხალხი მეუბნება, რომ ეს ყველაფერი უნდა განადგურდეს, რათა ქვეყანას მომავალი ჰქონდეს, ანუ, არ დავიღუპოთ.

მინისტრის რანგში მოვლენილ კუნთმაგარ სპორტსმენზე ჭკვიანი ვინ უნდა იყოს? თუმცა,  კუნთმაგარიცაა და კუნთმაგარი: აგე, არნოლდ შვარცენეგერმა თავის კალიფორნიის შტატში, რომლის გუბერნატორია, მოგეხსენებათ, სუფთა, ანაზღაურებად ენერგიაზე აიღო ორიენტაცია და ძალიან წარმატებულადაც... სულელია ეგეც, ეტყობა, ჩემსავით.

 ისე, მე კი შეიძლება სულელი ვარ (ამას არცა აქვს დიდი მნიშვნელობა) მაგრამ, არიან ქვეყნები, რომლებიც დაჰკანკალებენ თავიათ ლანდშაფტებს, ტყეებს, კულტურულ მემკვიდრეობას... რატომღაც ესენი, თან, მდიდარი და მიმზიდველი ქვეყნებია. მეტყვით -  სწორედ რომ მდიდრები არიან და ამიტომ შეუძლიათ თავს მისცენ ფუფუნება და არ გაანადგურონ ამწამიერი ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ას, ათასწლოვანი კულტურული მემკვიდრეობა და ვინ იცის, რამდენ მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ლანდშაფტები და გარემო... ჩვენ კი გვშიაო და რა ვქნათ?!  მერე, როცა გავძღებითო...  ჰო, მაგრამ, ჯერ ერთი, „მერე“ გასაფრთხილებელი აღარაფერი დაგვრჩება, მეორეც - აქ ბევრი მინახავს გამაძღარიც და გამსკდარიც, მაგრამ მათი მადა სულ იზრდებოდა და ბუნებაზე, ან კულტურულ მემკვიდრეობაზე  ზრუნვის სურვილი არანაირად არ დასტყობიათ... და, იქნებ, ის ქვეყნებიც პირიქით, იმიტომაც არიან მიმზიდველები და მდიდრები, რომ გასაფრთხილებელს უფრთხილდებიან?!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^