Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

27 ოქტომბრის საინტერესო ციფრები

28 ოქტომბერი 2013

1. მოქალაქეების აქტივობა - 46,6 % - არც ისე მაღალია და ნიშნავს, რომ სულ მცირე, პოტენციურად აქტიური ამომრჩევლების 15 % არ წავიდა არჩევნებზე, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ჩათვალეს, რომ არჩევანი არ ჰქონდათ. პოლიტიკურ აპათიაში მყოფი ეს დაახლოებით 15 % საინტერესო აქტივია.

2. “ნაციონალებმა” მოახერხეს დაახლოებით 20 %-ის აღება, რაც მათთვის, ერთი წლის წინანდელი ფიასკოს შემდეგ, სერიოზული წარმატებაა. დღევანდელი არჩევნებით, “ნაციონალურმა მოძრაობამაც”, როგორც პარტიამ, დაიბრუნა ლეგიტიმაცია და შეიძლება ითქვას, უკვე დაბრუნდა პოლიტიკურ ავანსცენაზე, არც თუ ისე ცუდი სასტარტო პირობებით. მათი მაღალი მაჩვენებელი ასევე ნიშნავს იმას, რომ ერთ წლიანი მმართველობის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ნაწილობრივ დაკარგა ამომრჩეველი.

3. იმედისმომცემია, რომ ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, ნინო ბურჯანაძემ ვერ მოიპოვა 10 %-ზე მეტი მხარდაჭერა. ეს ნიშნავს, რომ მკვეთრად პრორუსულ და ხისტ პოლიტიკას, “ოცნებების” იმედგაცრუების ფონზე, საქართველოში მრავალრიცხოვანი მიმდევრები არ ჰყავს. ეს რიცხვი, შესაძლოა, იმაზეც მეტყველებდეს, რომ არც თუ ისე მოკლე მეხსიერება აქვს ამომრჩეველს.

გიორგი მარგველაშვილის დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, ეს წინასწარი მონაცემები, რომელიც, დიდი ალბათობით, პრინციპულად არ შეიცვლება, საგულისხმო მგონია და იმედია, მას ჯეროვნად გავაანალიზებთ.

ზოგადად კი, შეიძლება ითქვას, რომ გამოვედით პოლიტიკური ჯუნგლებიდან და გადავედით განვითარების შემდეგ ეტაპზე.

გილოცავთ!

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^