Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანტიუტოპიური რეალობა

23 ნოემბერი 2013

მახსოვს, ერთხელ პატარა ზღაპარი დავწერე ანტიუტოპიის სტილში, სადაც ბედისმაძიებელი ყმაწვილი ხვდება ქვეყანაში, რომელსაც „ბედნიერეთი“ ჰქვია. ასე კი იმიტომ ჰქვია, რომ უმაღლეს ბედნიერებად იქ კარგი მანქანის ყოლა ითვლება, და თან ითვლება, რომ ყველას ჰყავს. ისინი, ვისაც არ ჰყავს, საერთოდ არ ითვლებიან მოქალაქეებად, ეს უბადრუკი ვიგინდარები მხოლოდ ღამ-ღამობით თუ გამოძვრებიან და კედელ-კედელ მიიპარებიან, მანქანიანებმა თუ შეავლეს თვალი, იქვე მიაჭყლეტენ. მანქანები ყველგანაა - ქუჩებში, ტროტუარებზე, ბაღებში, კაფეებში, სახლებში, ბინებში და ლოგინებშიც კი. ჰაერის მაგივრად იქ გამონაბოლქვია, საჭმელს ბენზინის სუნი და გემო აქვს.... ნუ, მოკლედ, ამ ჩვენმა ყმაწვილმა, რომელსაც პირველად მოეწონა კიდეც ეს ქვეყანა, ბოლოს ძლივს გამოასწრო...

უნდა გითხრათ, რომ დღევანდელი თბილისის ე.წ. „რეალობა“ ვითომც არაფერი, არხეინად ემთხვევა ანტიუტოპიის ამ აბსურდს: ფეხით მოსიარულეებისათვის სივრცე დიდი ხანია აღარ არსეობს - რის ტროტუარი, რა ტროტუარი. ჰაერის ნაცვლად მორუხო-მონაცრისფრო, მყრალი, სიცოცხლისთვის საშიში სუბსტანციაა. მეტყვით: ადამიანებზე სპეციალურად ხომ არ ნადირობენო. ჰოო, ეგ კი... რა კარგია, არა? მაგრამ, აი, მაგალითად, ინგლისიდან ჩამოსულ კაცს ზუსტად ეს შთაბეჭდილება დარჩა - დარწმუნებული იყო, რომ მისი მოკვლა უნდათ აქაურ მძღოლებს... ჩვენ თვალი შევაჩვიეთ, არ ვიმჩნევთ, თორემ... მოკლედ, გილოცავთ, ბედნიერეთში ვცხოვრობთ.

მე მაინც მაინტერესებს: ვის ევალება ამის რეგულაცია, - მერიას? საკრებულოს? პოლიციას? კიდე ვინმე-რამე სამინისტროს? გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს არ ეხებათ არაფერი? არის, თუ არა დაწესებული რაიმე ლიმიტი მანქანებზე, თუ მანქანების უსაზღვრო რაოდენობით შემოყვანისა და ნებისმიერი სიბინძურის (უფილტრო) გამონაბოლქვის გამოხრჩოლის უფლება აქვთ? ტროტუარებზე შეუზღუდავი ჯლიგინის უფლება? და მხოლოდ ჩვენ - არამანქანებს (ცოცხალ არსებებს, ანუ) - არ გვაქვს არაფრის, მათ შორის სუნთქვის, სასიცოცხლო სივრცის უფლება?

ეჰეი, მიპასუხოს ვინმემ...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^