Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკრაინა, საქართველო, Blue Lantern-ი და ჰილარი კლინტონი

14 მარტი 2014

ამერიკის შეერთებული შტატები რომ საქართველოს მოკავშირეა და ყველანაირადაა დაინტერესებული ჩვენი პატარა კავკასიური ქვეყნის დასავლურ ერთობაში შეყვანით, ამაში მე მგონი ახლა უკვე ეჭვიც აღარავის ეპარება. პრეზიდენტი ობამა ისე დახვდა პრემიერ ღარიბაშვილს, რომ ნამდვილად რთული იყო ამაში დაეჭვება. ამერიკის ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში მოკავშირეების ყოლა - ეს არამარტო ეკონომიკურ, არამედ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან არის დაკავშირებული და სწორედ ამიტომაცაა, რომ დასავლეთის ლიდერი დღეს ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ევრო-ასოცირების ხელშეკრულებაც მოგვცეს და მაპ-იც. ეს 1992 წლიდან ასეა: არ ვიცი რამდენს ახსოვს სამოქალაქო ომისაგან გაპარტახებულ და ნახევრად დანგრეულ თბილისში მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, ჯეიმზ ბეიკერის, სტუმრობა. მაშინ ბეიკერი არამარტო მის ძველ მეგობარ შევარდნაძეს შეხვდა, არამედ სწორედ ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით ხელი ჩამოართვა მაშინდელი ქართული 'ხუნტის' ლიდერებს, ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ კიტოვანს. ამის გამო მაშინ ბეიკერმა ბევრი საყვედური დაიმსახურა, მაგრამ მისი პასუხი მარტივი იყო: ჩვენთვის მთავარი ჩვენი ნაციონალური ინტერესებია. მაშინ, როდესაც 1992 წელს კასპიის სანავთობო აუზი ხელმეორედ გაიხსნა - ამერიკას არ უნდოდა თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა. ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ჯერ ედუარდ შევარდნაძის რეჟიმის ერთგული მეგობარი და დონორი გამხდარიყო და შემდეგ უკვე გაეგრძელებინა და გაეღრმავებინა ეს ურთიერთობა ავტოკრატ სააკაშვილთანაც. ამერიკის საგარეო-პოლიტიკურ ისტორიას ჯაბა იოსელიანზე, თენგიზ კიტოვანზე და სააკაშვილზე არანაკლები მოძალადე მოკავშირეები ახსოვს. პინოჩეტს რომ თავი დავანებოთ და იდი ამინს, ამ სიაში შედიან ნიკარაგუელი სამოზა, ელ სალვადორელი დუარტე, ჰაიტის მმართველი ბეიბი დოკი, არგენტინის თუ სხვა სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ხუნტები და არანაჯკლებ გასამხედროებული რეჟიმები საბერძნეთსა თუ თურქეთში. როცა საქმე ამერიკის ნაციონალურ ინტერესებს ეხება, მორალური თუ ეთიკური მოსაზრებები მეორე პლანზე გადადის და მთავარი სწორედაც რომ მატერიალური და გეოპოლიტიკური ფაქტორი ხდება. ერთადერთი საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ამერიკამ თავისი ინტერესების სამსახურში ვერ ჩააყენა, იყო ზვიად გამსახურდია. გამსახურდიას ამერიკელები ზედმეტ იდეალიზმში სდებენ ბრალს, რომ მას თითქოს მსოფლიო იმპერიალიზმის გარეშე წარმოედგინა.  

"ამერიკის და საქართველოს თანამშრომლობას საფუძვლად ეროვნული ინტერესები უდევს, სწორედ ამიტომ 1993 წლიდან სახელმწიფო დეპარტამენტში ქართული ენის და კულტურის განყოფილება გაიხსნა და ამერიკელმა დიპლომატებმა ქართული ენის შესწავლა დაიწყეს". - ამბობს ერთ-ერთი საქართველოს ექსპერტი, რომელსაც საქართველოსთან მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. - "ჩვენი ინტერესი, არა მხოლოდ კასპიის ენერგეტიკული დერეფნის, არამედ ზოგადად საქართველოს ირგვლივაა კონცენტრირებული, როგორც ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთით მყოფი ქრისტიანული კულტურის მიმართ, რომელიც გლობალური კატაკლიზმების შემთხვევაში დასავლეთის უფრო ბუნებრივი მოკავშირეა, ვიდრე არაქრისტიანული სამყაროსი.  ამის შესახებ ჩვენ კარგად ვიცით და ამიტომაც ამერიკას საქართველოში საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა აქვს".

რამდენად იყო ამერიკის ინტერესი განპირობებული რომელიმე ლიდერის, ვთქვათ შევარდნაძის ან სააკაშვილის პიროვნული ფაქტორით, ამ კითხვაზე ჩვენი რესპონდენტი ასე პასუხობს: "ცხადია, შევარდნაძეც და სააკაშვილიც თავის დროზე უდაოდ ნიჭიერი ლიდერები იყვნენ, მაგრამ ამერიკის ნაციონალური ინტერესები საკუთარ ქვეყანაშიაც კი არ ჩერდება ცალკეულ პიროვნებებზე და ცხადია სამხრეთ კავკასიაშიც ის ბევრად უფრო გრძელვადიანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის სპანი. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ამერიკის მთავრობა ყოველთვის მეგობრულად აფრთხილებდა საქართველოს ლიდერებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. მაგალითად, ამერიკის სახელმწიფო სამდივნოს მაღალჩინოსანმა ჯერ კიდევ 2006 წლის ზაფხულში გააფრთხილა სააკაშვილის მთავრობა მისი სამხედრო გადაადგილებების სახიფათო შედეგების შესახებ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამერიკისათვის თავისი მენტალობით ყველაზე უფრო ახლობელი და მისაღები ლიდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია იყო. სწორედ ამიტომ იყო, რომ მეთიუ ბრაიზას კაბინეტში არა სააკაშვილის ან შევარდნაძის, არამედ სწორედ ზურაბ ჟვანიას სურათი ეკიდა. ეს ზუსტად იმაზე მეტყველებდა რომ ჟვანიას ქართველ ლიდერებს შორის ყველაზე კარგად ესმოდა ამერიკული დემოკრატია".

ახლა ამერიკელებს ახალი ადმინისტრაციის იმედი აქვთ და მასთან თანამშრომლობაშიაც ჩადეს გარკვეული ინვესტიციები.  მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის კლანი და რუსეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ ამხელა თანხებს ხარჯავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის საწინააღმდეგო პროპაგანდაში, ობამას ადმინისტრაციამ მაინც გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც საკმაოდ რისკიანი იყო პიარის თვალსაზრისით. სწორედ იმ დროს გამოჩნდა ლობისტების მიერ კარგად პრომოტირებული გიგა ბოკერიას წერილი, სადაც ის ამჟამინდელ ხელისუფლებას მიწასთან ასწორებდა - მაგრამ ობამას ადმინისტრაციამ და კონგრესის რესპუბლიკელმა ლიდერებმაც ნაციონალური ინტერესი მაინც ნებისმიერი (თუნდაც ძალიან ძლიერი) ლობისტური ჯგუფის ინტერესებზე ზემოთ დააყენეს და ამით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია, როგორც ქვეყნის, და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან კლანის.

2008 წლის ზაფხულში, ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოთარ ბერძენიშვილი მიდის ამერიკის მაშინდელ ელჩთან საქართველოში, ჯონ ტეფტთან და მას მეტად უსიამოვნო ამბავი ეუბნება. ბატონი ბერძენიშვილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე რამდენიმე წელიწადია გაფორმებული აქვს უკიდურესად კაბალური ხელშეკრულება უკრაინულ და სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია "Bell Trading & Consulting"-თან, რომელიც ძალიან საეჭვო ხასიათის საშუამავლო ფირმაა, რომელსაც ყველა სიკეთესთან ერთად იარაღით ვაჭრობის ლიცენზიაც არ გააჩნია. ბატონი ბერძენიშვილის თანახმად, ეს საშუამავლო კომპანია, რომელსაც რამდენიმე სუფსიდიარი ჰყავდა, ქართველი გადამხდელის მილიონობით (მილიარდობით თუ არა) ლარს ისე იღებდა, რომ იმის ვალდებულებაც კი არ ჰქონდა, რომ ამ თანხად ღირებული და შეფასებული იარაღი საქართველოსათვის მოეწოდებინა. შედეგად, ბატონი ბერძენიშვილი ბატონ ტეფტს აცნობებდა რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ შესყიდული იარაღის დიდი ნაწილი სხვა ქვეყნებში დამატებითი თანხების საფასურად იყიდებოდა. საქართველო კი 2008 წლის ომის წინ, პრაქტიკულად უიარაღოდ იყო დატოვებული. ტეფტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილისადმი ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი, რამდენიმე ფაქტმა შეაშფოთა. პირველი ის იყო, რომ საქართველომ ჩეხეთის რესპუბლიკასთან დადებული კონტრაქტი, რომელიც ზურაბ ჟვანიას ცხოვრებაში გაფორმდა, მისი სიკვდილის შემდეგ ჩუმად ჩაანაცვლა ისევ რუსული წარმოშობის იარაღის შესყიდვებით ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან - კერძოდ უკრაინის "უკრსპეცექსპროტიდან" და ბელორუსიის 'ბელორუსსპეცექსპორტიდან'. მეორე იყო ის, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციამ უკრაინელებთან ეს კაბალური კონტრაქტი სწორედ ვიქტორ იანუკოვიჩის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში 2006 წელს გააფორმა და ამ დროს დაიწყო ამ ხელშეკრულებების აღსრულება. და მესამე, როგორც მას ქართველმა წყაროებმა უთხრეს, "უკრსპეცნექსპორტი" მჭიდროდ იყო დაკავშირებული არა მარტო იანუკოვიჩთან, არამედ კრემლთანაც და მოგების დიდი ნაწილი ისევ აღმოსავლეთით მიდიოდა. ეს ინფორმაცია იმდენად შოკური აღმოჩნდა ტეფტისათვის, რომ მან სასწრაფოდ გამოაგზავნა კაბელი ვაშინგტონში, სადაც ის მოითხოვდა რომ ამერიკის მთავრობა ამ საქმეში გარკვეულიყო.  ტეფტს, როგორც გამოცდილ დიპლომატს ინტუიციამ არ უღალატა - Bell Trading & Consulting-ის უკან რუსული სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი იდგა და არა მხოლოდ უკრაინის სპეცალური საექსპორტო ბიურო, რომელთანაც საქართველოს მთავრობას მარტივად შეეძლო პირდაპირი ხელშეკრულების გაფორმება. 2007 წლის 18 დეკემბერს იანუკოვიჩი გადააყენეს პრემიერ-მინისტრობიდან და მისი ადგილი იულია ტიმოშჩენკომ დაიკავა. სწორედ ტიმოშჩენკოს პრემიერ-მინისტრობის დროს გამოქვეყნდა იმ შეიარაღებების სია, რომელიც წესით საქართველოს უკრაინიდან უნდა მოსვლოდა - მაგრამ რატომღაც არ მოუვიდა. 2008 წლის ომში საქართველოს მხარეს პრაქტიკულად იარაღი არ ჰქონდა. ტიმოშჩენკოს პრემიერობის პერიოდში გამოჟონა მასალამ Bell Trading & Consulting-ის უკრაინული მოღვაწეობის შესახებ. ეს მასალები ჯერ ინტერნეტზე დაიდო და შემდეგ საქართველოშიც გადმოიგზავნა. ახლა ამ მასალების ასლები ბევრ ქართველ სამხედრო და სამოქალაქო პირსაც აქვს. იქ ნათლად ჩანს, რომ მილიონობით ლარი იხარჯებოდა საქართველოში სხვადასხვა ტიპის რუსული შეიარაღების შემოტანაში, მაგრამ ეს შეიარაღება ბევრს არავის უნახავს. უფრო მეტიც 2008 წლის ომის პერიოდშიაც ფოთის პორტში (რომელიც იმ დროს რუსებს ეკავათ) შემოვიდა საქართველოსათვის განკუთვნილი იარაღის დიდი პარტია - შემდგომ სად წავიდა ეს იარაღი, ღმერთმა უწყის.  ბუნებრივია გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იარაღი არალეგალურად და უკანონოდ იყიდებოდა.   სააკაშვილის ადმინისტრაცია ამერიკელებთან ამ საკითხზე არ თანამშრომლობდა. ტეფტის კითხვები უპასუხოდ დარჩა და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა ელჩმა, რომ სახელმწიფო მდივნისათვის მიემართა. სწორედ ამ თხოვნის შემდეგ დაიწყო საქართველოში მოქმედება Blue Lantern-მა, ამერიკული დაზვერვის საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც საქართველოში 2006 წლიდან იკვლევდა Bell Trading & Consluting-ის საქმიანობას.   

ამერიკელი ექსპრეტი გვიყვება: "Blue Lantern-ის ჯგუფი იმის შედეგად ჩამოყალიბდა, რომ სააკაშვილის ადმინისტრაცია არანაირად არ თანამშრომლობდა ამ საკითხებზე ამერიკელებთან, რამაც საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა იმისა, რომ აქ რუსული იარაღი იყიდება და იყიდება ისეთ ადგილებში, რომლებიც ემბარგოს ქვეშ არისამის მერე, კი ინფორმაციამ აქტიურად დაიწყო შემოსვლადადგინდა, რომ ამ დროს საქართველოში იარაღის გაყიდვის ბიზნესი ხელში ეჭირა სააკაშვილის ახლო ნათესავს, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა რუსულ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან. მასთან ერთად ფიგურირებდა რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი, მაგალითად ცნობილი "კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი.  გაირკვა ისიც, რომ Bell Trading & Consulting- იარაღის ვაჭრობის ლიცენზიაც არ ჰქონია". 

ამერიკელებმა დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოეს Blue Lantern-ის საშუალებით და აღმოაჩინეს ბევრი ისეთი ფაქტი, რომელიც კითხვის ნიშანზე მეტს იმსახურებდა. მაგრამ ამავე დროს 2009-2010 წლებში საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი იმდენად გაძლიერდა, რომ მათი ალტერნატივის მოძებნა ქვეყანაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომაც, 2009 წლის 30 ივლისს აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი წერილს უგზავნის ამერიკის ელჩს საქართველოში BLUE LANTERN LEVEL 3: PRE-LICENSE END-USE CHECK ON LICENSE 050180371, რომელიც საქართველოს მთავრობის მიმართ საკმაოდ მწვავე კითხვებს სვამს. აქ უკვე ჰილარი კლინტონი პირდაპირ საუბრობს იმაზე რომ Bell Trading & Consulting-ი და მისი სუფსიდიარები არალეგალური იარაღით ვაჭრობაში არიან შემჩნეულნი და მათ გარკვეული კავშირები აქვთ ორგანიზებულ დანაშაულთან. რატომ არის რომ საქართველოს მთავრობა 2006 წლიდან იარაღს ამ დამნაშავე ჯგუფიდან ყიდულობს?  რისთვის გახდა საჭირო ამ შუამავალი კომპანიის ჩარევა ეროვნული უსაფრთხოების ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში? ეს კითხვები ჩვენი ქვეყნის მოკავშირისგან მოდიოდა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტი ობამა თავს არიდებდა სააკაშვილთან შეხვედრას დიდი ხნის განმავლობაში და ბოლოს, 2012 წლის დასაწყისში, როცა ეს შეხვედრა შედგა, მისი მთავარი გზავნილი იყო: ხელისუფლება სხვებს უნდა გადააბარო.  

ამერიკის შეერთებული შტატებისათვის საქართველო დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად რჩება. თუმცა იმისათვის, რომ ასეთი პარტნიორობა შენარჩუნდეს ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჰილარი კლინტონის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

იმისათვის, რომ მკითხველმა თვითონ შეაფასოს ეს წერილი და ეს მწვავე კითხვები, რომელიც კლინტონს სააკაშვილის მიმართ ჰქონდა, მე ამ სტატიას ეს წერილი დავურთე. 

__________________________________________________________________

US embassy cable - 09STATE79547

BLUE LANTERN LEVEL 3: PRE-LICENSE END-USE CHECK ON LICENSE 050180371

Identifier:09STATE79547 Wikileaks:View 09STATE79547 at Wikileaks.org Origin:Secretary of State Created:2009-07-30 16:02:00 Classification:SECRET Tags:ETTC KOMC GG SE UP BU Redacted:This cable was not redacted by Wikileaks.

 

VZCZCXYZ0000 RR RUEHWEB DE RUEHC #9547 2111619 ZNY SSSSS ZZH R 301602Z JUL 09 FM SECSTATE WASHDC TO RUEHSI/AMEMBASSY TBILISI 0000 RUEHPL/AMEMBASSY PORT LOUIS 0000 INFO RUEHKV/AMEMBASSY KYIV 0000 RUEHSF/AMEMBASSY SOFIA 0000 RUETIAA/DIRNSA FT GEORGE G MEADE MD RUEAIIA/CIA WASHINGTON DC RHMCSUU/FBI WASHINGTON DC 0000 RUEKJCS/SECDEF WASHINGTON DC RUCPDOC/USDOC WASHINGTON DC 0000 S E C R E T STATE 079547 NOFORN SENSITIVE SIPDIS TBILISI FOR NICOLE O'BRIEN PORT LOUIS FOR QUENTIN BARBER E.O. 12958: DECL: 07/29/2034 TAGS: ETTC, KOMC, GG, SE, UP, BU SUBJECT: BLUE LANTERN LEVEL 3: PRE-LICENSE END-USE CHECK ON LICENSE 050180371 REF: A. IIR 7 100 0572 09 OF 1 JULY 2009 B. TD-314/085344-08 OF 24 NOVEMBER 2008 Classified By: Daniel J. Buzby, for reasons 1.4(a), (b), and (d) 1. This is an Action Request. See paragraphs 2 - 5. 2. (U) The Department's Office of Defense Trade Controls Compliance (PM/DTCC) requests Posts' assistance in conducting a pre-license check on license 050180371 for the export of rifles and grenade launchers to Georgia. Posts are requested to complete this Blue Lantern check within 30 days. Lack of response to a Blue Lantern check will affect pending and future licenses involving parties to this license. 3. (S//NF) Reason for Request: According to REFTEL A, Seychelles-based company Bel Trading and Consulting has been working with Bulgaria-based company Bulgarian Industrial Engineering and Management (BIEM) to procure M4 rifles and M203 grenade launchers on behalf of the Ministry of Defence of Georgia (NOTE: Bel Trading and Consulting is also reported to be doing business in Ukraine). REFTEL A indicates that BIEM is receiving a commission for its services in this transaction despite the fact that the company is not/not listed on the export license request and is not/not registered as a broker with PM/DTCC as required by the International Traffic in Arms Regulation (ITAR). In addition, REFTELs A and B highlight both companies' connection to organized crime and grey arms trafficking, and mentions that the Government of Seychelles has considered revoking Bel Trading and Consulting's license to operate in the past. This request is to obtain more information about this transaction and the parties involved. 4. (SBU) Action Request Tbilisi: Post is requested to establish the bona fides of this transaction by making inquiries to appropriate authorities in the Ministry of Defense of Georgia. The following points are included for guidance: (To the Ministry of Defense of Georgia) --Can the MOD confirm the order of the rifles and grenade launchers listed on this license application? --MOD's Letter of Intent and End-Use Certificate date back to 2007 and 2008, respectively. Are these documents still considered valid by MOD? Do these documents still reflect MOD's intention to continue with this transaction? --What role is Seychelles-based Bel Trading and Consulting playing in this transaction? How were you first introduced to Bel Trading and Consulting? What are the terms of the agreement between MOD and Bel Trading and Consulting in this transaction? Is Bel Trading and Consulting receiving any commissions for its services in this transaction? --To your knowledge, are there any other companies involved in this transaction aside from Bel Trading and Consulting and the U.S. vendor? Are any other parties receiving fees or commissions for services rendered in this transaction? In its reply, Post may also comment on any other information pertinent to these transactions such as security of facilities, end-use, and concerns about the entities involved. 5. (SBU) Action Request Port Louis: Post is requested to obtain further information on Bel Trading and Consulting and establish the bona fides of this transaction by making inquiries to representatives of the company and appropriate authorities in the Government of Seychelles. (To Bel Trading and Consulting) --Thank you for meeting with Embassy personnel. This is a Blue Lantern end-use monitoring check and is not/not an investigation or law enforcement action. The U.S. Department of State's Blue Lantern end-use monitoring program is the Department's means by which it establishes the bona fides of entities involved in the export and brokering of U.S. defense articles and services. Any information you provide will assist the United States Government in monitoring U.S. defense articles and services and establishing trust in our trade relationships. --When was your company established and who are its principals? Does your company or any of its principals do business under any other names? Has your company or any of its principals done business under any other names in the past? Does your company have offices in any other countries? --What products and services does your company provide? Who are your regular business partners and where do they reside? Who are your regular customers and where do they reside? --Has your company been party to U.S. export licenses in the past? --What is your relationship with KNM Worldwide Services in the United States? How were you first introduced to KNM Worldwide Services? What are the terms of the agreement between your company and KNM Worldwide Services in this transaction? --What is your relationship with the Ministry of Defence in Georgia? What are the terms of the agreement between your company and the Ministry of Defence in Georgia in this transaction? Who is your point of contact in the Ministry of Defence in Georgia? --What role is your company playing in this transaction? Is your company receiving any fees or commissions for its services in this transaction? If so, please provide details and documentation. --Is your company paying any fees or commissions to any third parties for their services in this transaction? If so, please provide details and documentation. --Will you ever have physical possession of the defense articles on this license? If so, please describe your inventory and security procedures. --Are you familiar with the regulations governing the import and brokering of U.S.-origin defense articles, including restrictions on re-transfer or re-export? (To Import/Export Authorities of Seychelles) --Is Bel Trading and Consulting properly registered and/or authorized by the Government of Seychelles to broker, import, and/or sell defense articles in Seychelles and/or around the world? --Do you have any information on Bel Trading and Consulting or its principals that would question their reliability as a recipient or broker of U.S. defense articles? In its reply, Post may also comment on any other information pertinent to these transactions such as security of facilities, end-use, and concerns about the entities involved. 6. (U) Details of license applications: DTC Case: 050180371 QUANTITY/COMMODITY: 7,000 M4A1-type Rifles, 5.56mm 2,000 M203 40mm Under Barrel Launchers License Value: USD $6,600,000 SELLER: KNM Worldwide Services 3917 SE 40th Street Ocala, FL 34480 Tel: 352-653-9551 FOREIGN CONSIGNEE: BEL Trading and Consulting 1st Floor, Allied Plaza, Francis Rachel Victoria, Mahe Seychelles Tel: 380445862302 Mobile: 380674079984 FOREIGN END-USER: Ministry of Defense of Georgia No 20 General G. Kvinitadze Street 0112 Tbilisi, Georgia PURPOSE: For use by the Georgian military services. 7. (U) Submitted in support of the license application were the following documents (PM/DTCC will fax documentation to Posts upon request): DSP-83 U.S. Nontransfer and Use Certificate signed by Chris Brown (KNM Worldwide) dated 29 June 2008, Mamuka Mujiri (GMOD) dated 11 Apr 2008, Zaza Gogava (GMOD) dated 11 Apr 2008, and Almendieiev Arkadii (Bel Trading and Consulting) dated 11 Apr 2008; End-Use Certificate No. 4/41 issued by the Georgian Standing Commission on Military-Technical Issues, Ministry of Defence signed by Deputy Minister of Defence Mamuka Mujiri dated 06 Feb 2008; Letter of Intent Document No. 4/419 signed by Deputy Minister of Defence Mamuka Mujiri dated 30 Nov 2007; Import Permit document number and date illegible (NOTE: Signature looks similar to that of Mamuka Mujiri on the End-Use Certificate). 8. (U) Please slug reply for PM/DTCC - BLUE LANTERN COORDINATOR and include the words "Blue Lantern" and the case number in the subject line. POC is Kyle M. Ballard, Phone: 202-663-1929; Email: [email protected]; SIPRNET: [email protected]. The Blue Lantern Guidebook (ref) is available as a PDF file on Intellipedia: http://www.intelink.gov/wiki/ Blue Lantern End-Use Monitoring Program; 9. (U) Department is grateful for Post's assistance in this matter. CLINTON

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^