Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სიღარიბე ყოველთვის ინფანტილურია

25 აგვისტო 2014

თიბისი ბანკი გვასწავლის, როგორ დავზოგოთ ფული, როგორ შევაფასოთ რისკი, კრედიტის აღებას რომ ახლავს თან, როგორ ვთქვათ უარი ბანკთან თანამშრომლობაზე. ვიდეოგაკვეთილების სერიაში წამყვანი - ღარიბთან ღარიბი - გვიხსნის, რა მანქანებით გადავდოთ ფული შავი, თეთრი და წითელი დღეებისთვის. ცოტა ფული არ არსებობს, მთავარია, როგორ განკარგავ; ფულის დაზოგვა შეუძლია ყველას; დავზოგოთ მიზნებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ღირებულია; ჩვენი ცხოვრება სავსეა ცდუნებებით, მაგრამ უნდა შევძლოთ და შევამციროთ ხარჯები. წამყვანი ელაპარაკება უფროსებს და გულისხმობს ბავშვებს: ის მიიჩნევს, რომ სიღარიბე ყოველთვის ინფანტილურია. წარმატებებს გისურვებთ.

გასართობი გადაცემის სტუდიაში პატარა ბიჭის დედა ყვება, როგორ დატოვეს სახლი ომის დროს. ორმეტრიანი ქმარი - პირველი მსოფლიო ომის, მეორე მსოფლიო ომის, ომის აფხაზეთში, სამოქალაქო ომისა და აგვისტოს ომის გმირი - იმსხვერპლა ტყვიამ. დარჩნენ ღია ცის ქვეშ, მხოლოდ ერთი ჩანთით დატოვეს ორსართულიანი ბინა, ყველა მოგონება, ორმეტრიანი ქმარი. ჩვენ თქვენთვის სიურპრიზი გვაქვს. სამშენებლო კომპანია გჩუქნით ოროთახიან სახლს ელიტურ ბინაში და აგარაკს - წყნეთში; წუხილი დასრულდა; არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვერ მოგიგვარებთ. წამყვანი - გამხდარი და ცხვირპაჭუა გოგო - სიხარულისგან დახტის. ის ელაპარაკება სრულწლოვან ქალს და გულისხმობს ბავშვს: ის მიიჩნევს, რომ სიღარიბე ყოველთვის ინფანტილურია. წარმატებებს გისურვებთ.

ქართველ მწერალს ფულს უკრეფენ მეგობრები. ნაქირავებ სარდაფში, რომელშიც მხოლოდ ერთადგილიანი საწოლი, საწერი მაგიდა და სკამი თუ ეტევა, წყალი ჩასდის. მწერლის მეგობარი ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ნაცნობს მიაწვდინოს ხმა, ტელეფონზე ურეკავს, მეილებს გზავნის. გამუდმებით წერს; ორი კვირაა არაფერი უჭამია ცხელი; თუ არ დავეხმარეთ, ვეღარ გაუძლებს ზამთარს; ყველა ხელოვანი, ხომ იცი, რაღაცნაირად უსუსურია; ვერაფრით მოახერხა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირება; ისეთი გულუბრყვილოა. ის ლაპარაკობს მოხუც კაცზე და გულისხმობს ბავშვს: ის მიიჩნევს, რომ სიღარიბე ყოველთვის ინფანტილურია. წარმატებებს გისურვებთ.

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^