Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"უწი-პუწი", ანუ შეხვედრები ადამიანის უფლებებზე

26 სექტემბერი 2014

როდესაც ხვდები ადამიანს, რომლის უფლებებიც დაირღვა და დიდი ამბით ჰპირდები, რომ ადამიანის უფლებების დამცველებს, მთავრობას და პარლამენტს გააცნობ, ის ძალიან სევდიანი თვალებით შემოგხედავს. სახეზე აწერია – "გჯერა, ახლა რასაც ამბობ"? შენც ენერგიულად უქნევ თავს. რა თქმა უნდა, გჯერა. ამ დროს, თუ ოდნავ სინდისი შეგრჩენია, დიდ ნერწყვს გადაყლაპავ და გაგახსენდება:

წინა ორი, იმის წინა ათი ან ოცდაათი შეხვედრა.

შედიხარ მოკრიალებულ დარბაზში, სადაც ადამიანის უფლებების დამცველები საკუთარი თანამდებობის შესაბამისად ვალდებულებების სრული "გაცნობიერებით" სხედან. ხშირად მობილურზე ან საათზე იყურებიან, იმის მისანიშნებლად, სულ ცოტა დრო აქვთ შენს მოსასმენად. იწყებ პრეზენტაციას, სადაც ფოტოებით, ცხრილებით, კონვენციებით დახუნძლული სლაიდები გარბიან. ხედავ, სანამ მათ ადამიანების მკვლელობებზე, ძალადობაზე უყვები, ისინი ისევ მობილურს უყურებენ. ვითარდება სამი სავარაუდო სცენარი:

პირველ შემთხვევაში, სხდომას ხსნიან, ზრდილობიან ბოდიშს იხდიან და სხვა უფრო მნიშვნელოვან სხდომაზე გადიან. ასეთი სხდომა თავიან აიპადში იმ დღეს 10-ზე მეტი აქვთ ჩანიშნული. ამ შეხვედრაზე ყოფნაც ხომ ჩაეთვალათ. მათი სკამი რჩება ცარიელი, შენ აგრძელებ შენს პრეზენტაციას ცარიელი სკამებისთვის, რომელიც ძალიან ყურადღებით გისმენენ.

მეორე სცენარში, ისინი ბოლომდე გისმენენ, დასრულების შემდეგ, სიტყვას ითხოვენ და შენი თემისგან დამოუკიდებლად ორი საათი ლაპარაკობენ, რა გააკეთეს დღემდე. ნებისმიერ თემას რომელიმე კანონის ცვლილებას ან კონვენციის ხელმოწერას უკავშირებენ. ცდილობ ორი სიტყვა შენც ჩააგდო, რადგან ხვდები, რომ შენმა პრეზენტაციამ ჰაერში გაისროლა:

შენ: ამ ადამიანებს სახლი არ აქვთ.

ის: ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი!

შენ: იცით, ეს ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან.

ის: დიახ, ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი და ცვლილებები შევიტანეთ სხვა კანონებში!

შენ: ამ ადამიანებზე ყოველდღე ძალადობენ.

ის: იცი რა, გოგონა, შენზე დიდ ხანს ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციაში (ანუ ომამდე ტანკისტი ვიყავი) და შენზე უკეთ, ვიცი რაც ხდება ამ სფეროში. შენ კიდევ მოგზავნილი ხარ, არ გინდა, დაინახო რამდენს ვმუშაობთ.

შენ მხრებს იჩეჩავ და ჯდები. მიკროფონს ამის გარეშეც გამოგირთავენ და სავარაუდოდ არც ერთ შეხვედრაზე აღარ მიგიწვევენ. ექოსავით ჩაგესმის – "გმადლობთ, რომ ამდენი გააკეთეთ პატივცემულო, გმადლობთ რომ დღეს თქვენი ძვირფასი დრო გამონახეთ და შეგვხვდით, გმადლობთ რომ მოგვისმინეთ".

მესამე სცენარში ბოლომდე გისმენენ, თავსაც გიქნევენ და შენ იმ მომენტამდე გიხარია, სანამ გეტყვიან: "იცით მე გადაწყვეტილების მიმღები არ ვარ, მე მხოლოდ რიგითი ოპერატორი (აპარატის ან კანცელარიის თანამშრომელი) ვარ და თქვენს პრეზენტაციას გადავცემ". შენ ხვდები, რომ საპასუხოდ არასდროს არაფერს გადმოგცემენ  და იმედგაცრუებული მიდიხარ.

შეხვედრის შემდეგ, არაფორმალურ ვითარებაში ყავის სმის დროს, ადამიანები ერთმანეთს ეკითხებიან:

შენც კარგი ხარ, მეც კარგი ვარ - რატომ არის ეს ქვეყანა ცუდად? ნამდვილად ცუდი მემკვიდრეობის ბრალია. ჩვენ რა შუაში ვართ. ხო, მართლა, რა მოდელის აიფონი გაქვს? შენი მანქანა რამდენს წვავს?  იმ საერთაშორისო კონფერენციაზე ვინ და ვინ მივდივართ? 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^