Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორი პენისი აქვთ ქართველ დეპუტატებს?

01 თებერვალი 2015

წარმოდგენა არ მაქვს. არ მინდა ვიცოდე და არც მაინტერესებს...

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულმა დიდმა ბანერმა წარწერით - ,,დრო’’, დამაფიქრა კიდევ ერთხელ დროის შესახებ, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს განსაზღვრულად აქვს მოცემული და რომლის მოცულობის შესახებ შემოვიფარგლებით ვარაუდით, რომ ,,ხვალ’’ - აუცილებლად იქნება. ეს ვარაუდი ასევე მოიცავს მტკიცებას, რომ ,,დღეს’’ დაღამდება, შემდეგ იქნება ,,ღამე’’ და ,,ხვალ’’ ისევ გათენდება ახალი დღე.

ადამიანის ,,მე’’-ს სტრუქტურული შემადგენელი ნაწილი (თუ არა მთლიანად) არის მისი მეხსიერება. ჩვენ ვართ ისინი ვინც ვართ - მეხსიერების წყალობით. ვინაიდან ვიცით რა გვქვია, რა  გავაკეთეთ სანამ ამ პოსტის კითხვას დავიწყებდით, რა მოხდა გუშინ, გუშინ წინ და ა.შ. ანუ ყველაფერი რაც ჩვენ ვიცით, ქმნის ჩვენს თავს, ჩვენ ,,მე’’-ს. მასში არაფერი არ არის, რაც არ არის მეხსიერებაში.

თუ არც ისე კარგ პარალელს მოვიხმართ, ადამიანის მეხსიერება კომპიუტერის მეხსიერებას წააგავს, აქტიური მეხსიერების ნაწილში, სადაც ოპერატიული მეხსიერება (RAM/Cache) ადამიანის აქტიური მეხსიერების პროტოტიპია. აქტიურ მეხსიერებაში არის ყველა ის ინფორმაცია, რომლის დატევაც მას შეუძლია დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში.

მეხსიერებათა ამ ტიპების (ადამიანის-კომპიუტერის) მსგავსება ჰიპოთეტურია, ადამიანის მეხსიერებას არ აქვს Reload ღილაკი, რომლითაც გადატვირთავს ბრაუზერს ან რომელიმე პროგრამას. მისთვის Reload-ის ფუნქციას ძილი ასრულებს.

დღის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც ასე თუ ისე მიჯაჭვულები ვართ კომპიუტერს და შესაბამისად ინტერნეტს - ვღებულობთ ინფორმაციას, ვინაიდან ყოველივე რაც ჩვენ გარშემო ხდება არის უწყვეტი ინფორმაცია, რომელიც ხვდება ჩვენს აქტიურ მეხსიერებაში. ამ ინფორმაციის ნაწილის ფილტრაცია არ არის ნებელობითი პროცესი, ვინაიდან ჩვენ პირდაპირ ვერ ვუბრძანებთ ტვინს, რომ ინფორმაციის ნაწილი შეინახოს და ნაწილი გადააგდოს, როგორც ,,არასაჭირო’’ ნაგავი. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვა, ინფორმაციის კლიშირება (საჭირო, მომავლისთვის საჭირო, ნაგავი, და ა.შ.) არ იწვევს ინფორმაციის პირდაპირ დახარისხებას ჩვენს მეხსიერებაში. ის, რასაც ვხედავთ, რაც გვესმის, რასაც ვგრძნობთ, რასაც შეხებით შევიგრძნობთ და ა.შ. არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენი სურვილის მიუხედავად შემოდის ჩვენს აქტიურ მეხსიერებაში.

დრო. არის ის, რასაც მიუხედავად იმისა ობიექტურად არსებობს იგი თუ არა, თითოეული ჩვენთაგანი ხარჯავს და ის გვაახლოვებს წერტილთან, რომლის შემდეგაც ჩვენ აღარ ვიქნებით - სიკვდილთან.

სიცოცხლე, როგორც უზენაესი ღირებულება და ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რომელიც ჩვენ გვაქვს, შედგება დროის მონაკვეთისგან. ჩასახვიდან - სიკვდილამდე.

ამ დროს თითოეული ჩვენთაგანი იყენებს საკუთარი არჩევანის მიხედვით და ეს არჩევანი განსაზღვრავს შემდგომ კმაყოფილება/უკმაყოფილებას დროის რაციონალურ ხარჯვასთან მიმართებაში.

რაციონალური ხარჯვა კი შესაძლებელია მაშინ, როდესაც დრო იხარჯება იმ ინდივიდუალურ/სუბიექტურ მიზნ(ებ)ის მისაღწევად, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა თავისთვის დაისახა.

როგორი პენისი აქვთ ქართველ დეპუტატებს?

ეს პოსტი განგებ დავწერე, იმისთვის, რომ დაგაფიქროთ კიდევ ერთხელ თუ რამდენად რაციონალურად ვხარჯავთ ყველაზე დიდ საჩუქარს - სიცოცხლეს. ანუ ცოცხლად ყოფნისთვის განსაზღვრულ დროს.

გადაწყვეტილება, გაიგოთ როგორი პენისი აქვს  რომელიმე ქართველ დეპუტატს, ყოვლად უაზროა დროის რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით. 1. პოსტის სათაურის წაკითხვისას თქვენ იცოდით, რომ ბუნებრივია, არ ნახავდით დეპუტატთა პენისების სურათებს. 2. თუ გეგონათ, რომ ნახავდით - ამით თქვენ ვერ მიუახლოვდებოდით თქვენს მიზანს (დროის რაციონალური ხარჯვის ნაწილში) თუ უროლოგი არ ხართ და არ წერთ დისერტაციას თემაზე ,,პენისის ვიზუალური სახესხვაობა სხვადასხვა სოციალურ ფენაში მყოფ პირებს შორის’’. 3. თქვენ ან მამაკაცი ან ქალი ხართ. თუ მამაკაცი ხართ და მით უფრო ჰეტეროსექსუალი - თქვენი ინტერესი მერწმუნეთ პენისების სურათების ნახვისასაც კი - არარაციონალური დროის ხარჯვა იქნებოდა. თუ სხვა ორიენტაციის ხართ მაინც - ვინაიდან არ არის მიზეზშედეგობრივ რელევაციაში დროის რაციონალურ გამოყენებასთან. თუ ქალი ხართ, რის ნახვას და რატომ მოელოდით ამ პოსტზე შემოსვლისას? მერწმუნეთ დეპუტატთა პენისები ისეთივეა, როგორც განზოგადებულად აღებული იგივე რაოდენობის სხვა პოპულაციის წარმომადგენელთა პენისები. 5. თუ თქვენ გაიგებდით, როგორი პენისი აქვს ამა თუ იმ დეპუტატს, ეს შემდეგ ფართო განხილვის შედეგი იქნებოდა მთელი საქართველოს ინტერნეტ იუზერთა დიდი გილდიისათვის, რაზედაც კიდევ საკმაოდ დიდ დროს დახარჯავდა თითოეული თქვენგანი და ყველანი ერთად.

ეს რომ ასე მომხდარიყო: ჯამში ისმის კითხვა - რაზე ვხარჯავთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს? სიცოცხლეს? დროს? - დეპუტატთა პენისების განხილვაზე.

რა არის ჩვენს აქტიურ მეხსიერებაში? დეპუტატთა პენისები...

ინფორმაციული ნაგავი არის ის, რაც დღევანდელ დღეს ჩვენში ყველაზე მეტი მოცულობითაა. როგორც ზევით აღვნიშნე, ჩვენი ,,მე’’ არის მეხსიერება.  მეხსიერება არის სხვადასხვაგვარი, ამაზე დაწყვრილებით აქ არ ვისაუბრებ. მეხსიერება ფორმირდება აქტიური მეხსიერებისგან, რომელშიც ინფორმაცია ხვდება ყოველწამიერად.

მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორები ვართ ან ვიქნებით ჩვენ. ჩვენ შეგვიძლია გავფილტროთ ინფორმაცია, რომელიც გვინდა რომ მივიღოთ. გადავწყვიტოთ, მივიღოთ ინფორმაცია ფერწერის შესახებ ან წავიკითხოთ რამე ლიტერატურული ნაწარმოები, ან მივიღოთ გადაწყვეტილება და წავიკითხოთ ათასი ყვითელი სისულელე, რომელსაც არ აქვს ინფორმაციული მდგრადობა და მხოლოდ ნაგვის სახით აბინძურებს ჩვენს აქტიურ მეხსიერებას.

ინფორმაცია გვქმნის ჩვენ და თავად ჩვენ ვქმნით ინფორმაციას. ზუსტად ამიტომ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩვენი ,,მე’’, თუნდაც იმ წამიერი, აქტიური მეხსიერებისგან შემდგარი, იქნება - დეპუტატის პენისი თუ ნიცშეს ნააზრევი.

ვფიქრობ, რომ დრო, რომელიც ამ პოსტის კითხვაზე დახარჯეთ, აანაზღაურებს იმ უხერხულობას, რომელიც შეიქმნა ამ პოსტის სათაურის რელევაციით თემასთან, რომელიც აქ განვიხილე.

მომიტევეთ, თუ არ მოგეცით საშუალება გაგეფლანგათ დრო და შემდგომ კიდევ უფრო მეტი დრო იმ ცნობისმოყვარეობის დასაოკებლად, რომელიც შესაძლოა გქონდათ ამ პოსტზე შემოსვლისას.

თუ თვლით, რომ პოსტი სასარგებლო იყო თქვენთვის, შეგიძლიათ გაუზიაროთ იგი სხვას. მერე რა, რომ მას ქართველი დეპუტატის პენისი ,,აინტერესებს.’’

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^