მე ხმას არ ვიღებდი მაშინ, როცა როცა მტერი ტერიტორიებს გვართმევდა.
ხმას არ ვიღებდი მაშინ, როცა ასიათასამდე ადამიანმა დაკარგა სახლი.
ხმას არ ვიღებდი მაშინ, როცა ხელისუფლებამ დევნილები „საქათმეებში“ გადაასახლა.
ხმას არ ვიღებდი მაშინ, როცა დაზარალებულების შვილებს შიოდათ და ციოდათ.
ხმას არ ვიღებდი მაშინ, როცა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები იყიდებოდა.
ხმას არ ვიღებდი ვიღებდი მაშინ, როცა ღარიბდებოდა სოფელი. მაშინ, როცა ბანკიდან იღებდნენ სესხებს იმ იმედით,რომ მცირეოდენ მოგებას
ნახავდნენ. მაშინაც როცა გაკოტრდნენ და ბანკებმა ქონება წაართვათ. მაშინ, როცა დამნაშავე პოლიტიკური ელიტა და არა ეს ადამიანები იყვნენ.
ხმა არ ვიღებდი მაშინ, როცა ურბანული პოლიტიკის მოსპობით მდიდრდებოდნენ ერთეულები, ქალაქის ინფრასტრუქტურა და ეკოლოგია კი ნადგურდებოდა. მუდმივ იჩაგრებოდნენ ადამიანები, მათი ხმა კი ჩემს ყურამდე არ აღწევდა. არც მინდოდა მათი გამეგო.
ხმას არ ვიღებდი მაშინ, როცა წამლის ფასები იზრდებოდა და ადამიანები იღუპებოდნენ. მე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი.
ხმა არ ვიღებდი მაშინ, როცა ასობით მუშა იღუპებოდა და უფრო მეტი დასახიჩრებული წოლით რეჟიმში აგრძელებდა ცხოვრებას. მათთვის დრო არ მქონდა. მიღებულ პრემიას ვითვლიდი და საზახფულო დასვენებისთვის ადგილს ვარჩევდი.
ხმას არ ვიღებდი მაშინ, როცა ქვეყანას ტოვებდნენ დედები და მამები,რათა გამოგზავნილი ფულით შიმშილს გამკლავებოდნენ მათი მცირეწლოვანი შვილები. ჩემს შვილებს არ შიოდათ.
ხმას არ ვიღებდი მაშინ, როცა უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდნენ ქუჩებში. მათი ოჯახების არ მესმოდა.
ხმას არ ვიღებდი მაშინ, როცა აშენებდნენ დიდ ჰესებს. ჩემს სახლსა და მიწას არ ემუქრებოდა დატბორვა.
ხმას არ ვიღებდი მაშინ, როცა სახელმწიფო დაუფარავად ამბობდა უარს მეცნიერებაზე და მდინარეებს სარკოფაგებში ამწყვევდა. არც თბილისის ტრაგედია შემხებია,არც ვცხოვრობდი ამ მდინარესთან ახლოს.
ხმას არ ვიღებდი მაშინ ,როცა სახელმწიფო ახდენდა სოფლებში „ანექსიას“. მაშინ,როცა უამრავი გლეხი მუდმივი შანტაჟისა და ტყუილის რეჟიმში ცხოვრობდა.
ხმას არ ვიღებდი მაშინ, როცა მედია ძალადობდა ხალხზე და ახალ „რეალობას„ ქმნიდა. არც მაშინ,როცა მოდელირებული ქრონიკით დაისტრესენ ადამიანები და იყო მსხვერპლიც. ვიცოდი,რომ ეს ყველაფერი „თამაში“ იყო და არ განვიცდიდი.
ხმას არ ვიღებდი მაშინ , როცა უნივერსიტეტები პოლიტიზირებულები იყვნენ და ერთი მხარის ინტერესს ატარებდნენ. მაშინ,როცა უამრავი სტუდენტს შეუჩერდა სტატუსი. არც ახლა არ ვფიქრობ სტუდენტებზე.
ხმას არ ვიღებდი მაშინ, როცა ადამიანების ერთადერთი გამოსავალი ლოცვა რჩებოდა. არც ახლა ვიღებ ხმას. ისინი ბნელები არიან. ხანდახან ჩემი საახლობლო წრეც შედიოდა ტაძარში, არა სალოცავად,არამედ რეიტინგისთვის.
ჩემს კომფორტს საფრთხე შეექმნა. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ტრიბუნაზე ვდგავარ და ხმა უნდა ავიმაღლო. ხელისუფლება ძალადობს ხალხზე და ძალადობს ჩვენზე. ისინი ჩემს აქამდე არჩეულ ცივილურ სამყაროს კლავენ.
Stop Russia. პუტინი მტერია!
გაუმარ-ჯოს ილიას საქართველოს!