Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული ჟურნალისტიკა "არტილერიის" ცეცხლქვეშ

28 ივლისი 2015

ისე მოხდა, რომ "არტილერია" ქართული ჟურნალისტიკის თანმდევად იქცა - ეს, ნახევრადხუმრობით, ვისაც ახსოვს მათთვის.

სერიოზულად კი: საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში, იმედა დარსალია, ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს - "მთივლიშვილი შე უზრდელო დიდი ხანია ატეხილი ხარ შენ ყველაზე და მიიღებ ყბებში მაგ უზრდელობისტვის. ჯერ ზრდილობა ისწავლე და მკითხველს მერე ელაპარაკე" - ასე გამოიყურება მინისტრის მრჩევლის ციტატა - "შენ ძალიან მძიმე არტილერიას შეეჯახე", დასძენს დარსალია.

საჯარო მოხელის რისხვა ჟურნალისტმა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ამ უკანასკნელმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქგვერდზე დაბლოკეს და რიტორიკულად იკითხა - "რომელ იდიოტს მოუვიდა ეს თავში აზრად"?

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ყველა პირველკურსელმა იცის რომ:

1. აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით (ანუ თუ მთივლიშვილს მიაჩნია, რომ მისი დამბლოკავი იდიოტია, მას სრულიად თავისუფლად შეუძლია ამ აზრის დაფიქსირება).
2. გამოხატვა დაცულია, თუნდაც ის გადმოცემული იყოს შოკისმომგვრელი ფორმით: (ევროკომისიამ თავის დეკლარაციაში ჯერ კიდევ 1976 წელს აღიარა გამოხატვის თავისუფლების ბაზისური მნიშვნელობა.  სასამართლომ მკაფიოდ ჩამოაყალიბა ეს პრინციპი საქმეში ნილსენი და იონსენი ნორვეგიის წინააღმდეგ:

 „აზრის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთერთი ფუნდამენტური საფუძველი და პროგრესისა და ინდივიდუალური თვითრეალიზაციის მთავარი პირობაა. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით, სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ სასურველ, უწყინარ ან ნეიტრალურ „ინფორმაციებსა“ და „იდეებს“, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი ან შემაშფოთებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და გონიერების მოთხოვნები, ურომლისოდაც „დემოკრატიული საზოგადოება“ ვერ იარსებებს)

3. საჯარო მოხელე შეზღუდულია თმენის ვალდებულებით (ანუ, თუ ვთქვათ იმედა დარსალიამ მთივლიშვილის შეკითხვა - რომელ იდიოტს მოუვიდა თავში მისი დაბლოკვის აზრი - პირად შეურაცხყოფად მიიღო, რაც თავის მხრივ, ცოტა არ იყოს გაუგებარია, მას ეს მაინც არ ანიჭებს უფლებას "ყბებში მოხვედრით" დაემუქროს ჟურნალისტს. არც არაჟურნალისტს).

4. ჟურნალისტზე ამგვარი აშკარა აგრესიული თავდასხმა ქმნის პრეცენდენტს და საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას, მით უმეტეს თუ ეს მუქარა მოდის ძალოვანი უწყების თანამშრომლისგან...

ჩამონათვალის გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა, ვფიქრობ, საკმარისია. ჩემთვის პირადად ახლა საინტერესო იქნება თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან, კარგ იურისტთან, მისვლა და ქართულ ჟურნალისტიკაში ესოდენ გავრცელებული კითხვის დასმა: ქალბატონო მინისტრო, როგორია თქვენი კომენტარი? 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^