Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მხარდაჭერა სულხან წულაძეს!

25 აპრილი 2016

სულხან წულაძეს ტროლინგისთვის უკვე მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა და არის შანსი, დიდი ხნით გაუშვან ციხეში.

მე არ ვარ forum.ge-ზე და იქაური ამბები ცუდად ვიცი. მაგრამ ცოტა ხანი ჭირდება იმის გარკვევას, რომ სპლიყვი  ხან საშუალოდ  ტროლაობს, ხან ისე რა, მაგრამ ტროლია.

ტროლი, ანუ ვირტუალურ საზოგადოებაში ძირითადად ანონიმურად მოქმედი სუბიექტი, რომელიც მიზანმიმართულად ურევს - ხან "სკანდალური" ინფორმაციის გამოდებით, ხან სერიოზულ დისკუსიაში ირონიულ კვანტებს უდებს მოკამათეებს, პროვოცირებს, მაიმუნობს, ათას სისულელეში დროებით არწმუნებს ბადეს ამოყოლილ იუზერებს და კვდება სიცილით. ტროლინგი ძალიანაც აკადემიური კვლევის საგანია კარგა ხანია. ჭკუით სავსე ხალხი იკვლევს, პორთფელში ხარისხით და პირში უნივერსიტეტის დისკურსით.

გამოხატვის თავისუფლების სამოქალაქო დამცველები ხმას არ იღებენ. მწერლებიც დუმან - როგორც ჩანს, მათთვის გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ პრემირებულ ნაცნობებზე ვრცელდება.  არადა, თითქოს გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთია იმ სიკეთეთა შორის, რომელსაც მონდომებით იცავენ - სახელმწიფოსგან თუ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისგან.

თითქოს ყველასთვის ცხადია, რომ წულაძე ინტერნეტხულიგანია, რომ თავდასხმის სქემას ღია ფორუმებზე არ გეგმავენ. მაგრამ პოზიციები იგვიანებს. დაბნეულობაა. ეტყობა, რომ ამ დაბნეულობის მიზეზი ტროლინგის ადრესატია - აშშ-ის ელჩი იან კელი.

ჩვენში საინფორმაციო ველის ჩამომყალიბებელთა ექსპერტული გავლენა და სიბოლური კაპიტალის ხარისხის სერთიფიკატი ხშირად სწორედ აშშ-ის საელჩოს გავლით დგინდება. ამიტომ ეს დაბნეულობა თუ დუმილი გასაკვირი არაა, მაგრამ უხერხულია რაღაცნაირად.

ამას მივამატოთ პროკურატურისა და სასამართლოს გადამლაშება, გადასული ასე ვთქვათ თვითდაჩმორებაში - ერთმა წინასწარი პატიმრობა მოითხოვა, მეორემ დაუდასტურა. სამარცხვინო კუდის ქიცინი. და ერთი უწყინარი კითხვა დავსვათ - ხომ არ გამოდის ისე, რომ ყველას დატროლვა შეიძლება აშშ-ს ელჩის გარდა?

მხარდაჭერა სულხან წულაძეს!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 აგვისტო
16 აგვისტო

დროის ისარი

ადრეული ადამიანების დაკვირვებამ, რომ რაღაც მოვლენები პერიოდულად მეორდება, დროის იდეას ჩაუყარა საფუძველი. მიწათმოქმედები ...
09 აგვისტო
09 აგვისტო

მამის ბლოგი - წერილი N2

გახსოვს, პატარაობისას რუკებს ხატავდი, სადაც განძის ადგილმდებარეობა იყო მითითებული? შენს რუკებზე ნაჩვენები იყო გზა და სხვ ...
07 აგვისტო
07 აგვისტო

სიკვდილი დაძრწის ამერიკის ქალაქებში

რატომ ვერ ახერხებს დიდი ამერიკული დემოკრატია ხოცვა-ჟლეტის შეჩერებას? (ციკლიდან: არაპოლიტკორექტული მოსაზრება)

მეტი

^