Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► 13 მარტი 115-ე აუდიტორიაში

14 მარტი 2016

თსუ-ის 115-ე აუდიტორიაში 5 საათზე კონცერტია დაგეგმილი. სტუდენტების სოლიდარობის ნიშნად მოსული მუსიკოსები ტექნიკას აწესრიგებენ. სტუდენტები აუდიტორიიდან კორიდორში, ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში, მოსაწევად დადის. 

კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე აუდიტორიაში დაძაბული სახით, რექტორი ვლადიმერ პაპავა შემოდის, მასთან ერთად არიან სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები და რამდენიმე ლექტორი, მათ შორის იურიდიული ფაკულტეტის და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანები, ირაკლი ბურდული და თამარ დოლბაია.

"ფაკულტეტის დეკანებს განცხადებების გაკეთება უნდათ", - ამბობს პაპავა და ხვალინდელ დაგეგმილ აქციაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხვალ თუ რამე დაძაბულობა მოხდა, პირველ რიგში პასუხისმგებლობა სწორედ რექტორს დააწვება (თვითმმართველობის წარმომადგენლები უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სწორედ იმ დროს და ადგილზე ჩაატარებენ აქციას, სადაც უნივერსიტეტში მიმდინარე აქციების მონაწილე სტუდენტები შეკრებას გეგმავენ).

თსუ-ის სტუდენტები: მოვუწოდოთ ადმინისტრაციას, უზრუნველყონ უსაფრთხოება ორივე აქციაზე

თსუ-ის სტუდენტები თვითმმართველობის წევრებს აქციის გადატანისკენ მოუწოდებენ

იურიდიული ფაკულტეტის დეკანის გამოსვლას სტუდენტები უკმაყოფილო შეძახილებით ხვდებიან: „სამართლის უსამართლო დეკანი!“ - ამ შეძახილით მიმართავდნენ ისინი ბურდულს.

სტუდენტების უარყოფითი დამოკიდებულება ბურდულისადმი გამოიწვია იმან, რომ ის მხარს უჭერს კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილს, რომლის კანდიდატურის მოხსნასაც სტუდენტები რამდენიმე დღეა მოითხოვენ.

ვიდეო► „სამართლის უსამართლო დეკანი" - ბურდულის მიმართვას სტუდენტები პროტესტით შეხვდნენ

„იურიდიული ფაკულტეტი იქცა რეპრესიულ მანქანად, ორშაბათს, თვითმმართველობის აქცია არის შეთანხმებული იურიდიულ ფაკულტეტთან, არის შეთანხმებული დეკანთან. ამ დღეების განმავლობაში, მთელი სტუდენტური თვითმმართველოს ბლოკ-პოსტი გადატანილია მეორე კორპუსში, და თქვენი და გიორგი გაფრინდაშვილის შეთანმხების გარეშე ორშაბათის თვითმმართველობის აქცია არ დაიგეგმებოდა. ეს არის გამიზნული პროვოკაცია, 3 დღის ადრე გვქონდა ჩვენი აქცია დაანონსებული. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება რომ მოხდეს ფიზიკური დაპირისპირება სტუდენტებს შორის და შემდეგ დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, ეს არის საბოტაჟი თქვენი მხრიდან“, - მიმართა ბურდულს თსუ-ის სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ.

ლადო პაპავას თქმით, ასისტენტ-პროფესორის განცხადებაზე ადეკვატური ზომები იქნება მიღებული

რექტორთან და დეკანებთან შეხვედრის შემდეგ 115-ე აუდიტორიაში კონცერტი გაიმართა.

სტუდენტებს სოლიდარობა კონსერვატორიის რექტორმა რეზო კიკნაძემაც გამოუცხადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^