Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის სამინისტრო JUST TAXI-სთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

24 მაისი 2016

იუსტიციის სამინისტრო პროექტ JUST TAXI-სთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე წერილობით პასუხობს:

  1. ეს მანქანები სახელმწიფოს არ შეუძენია, მანქანები ეკუთვნის კერძო კომპანიას, ისევე, როგორც დასაქმებული მძღოლები არიან ამავე კომპანიის თანამშრომლები;
  2.  სსიპ იუსტიციის სახლმა გამოაცხადა აუქციონი, სადაც ნებისმიერ კერძო კომპანიას შეეძლო მონაწილეობის მიღება, გაიმარჯვა იმან, ვინც ყველზე კარგი პირობები წარმოადგინა;
  3. ტაქსის მძღოლებისთვის არავის აუკრძალავს იუსტიციის სახლიდან მგზავრის წაყვანა;
  4.  მოქალაქე თავად გადაწყვეტს, რომელი ტაქსით სურს მგზავრობა.

„იუსტიციის სახლს აქვს ხარისხის კონტროლის მექანიზმი დიდი ხანია. აუქციონი გამოცხადდა კომპანიის გამოსავლენად, რომელიც ამ პირობებით და ასეთი კარგ მომსახურებას შესთავზებდა მომხმარებელს“, - ვკითხულობთ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე.

გარდა ამისა, თბილისის იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი JUST TAXI-ს პროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იდეა უშუალოდ მინისტრისგან მიიღო.

„ამ პროექტთან დაკავშირებით მინისტრისგან დავალება მივიღე, თუ არ ვცდები 2015 წლის შემოდგომაზე. ამ იდეის საფუძველზე შევიმუშავეთ პროექტი და კანონის დაცვით გამოვაცხადეთ აუქციონი“, - განაცხადა გივი აზაურაშვილმა „ლიბერალთან“ საუბარში.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ მათ ჰქონდათ JUST TAXI-ს პროექტი, თუმცა არა ისეთი სახით, როგორიც ამჟამად გააკეთეს. იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს „თუ ადრე მსგავსი რამის გაკეთების იდეა ჰქონდა, შეეძლო ამის გაკეთება და არანაირი პრობლემა არ იყო“.

თბილისის იუსტიციის სახლმა პროექტის - JUST TAXI-ის ფარგლებში, იუსტიციის სახლის მომხმარებელთა ტაქსით მომსახურების უზრუნველსაყოფად, ტაქსების სადგომის მოწყობისთვის იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული, 84,8 კვ.მ. (თბილისში, სანაპიროს ქ. N2-ში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილი) ფართი 2 წლით იჯარით გასცა. აღნიშნული პროექტის პარტნიორის შესარჩევად გამოცხადდა აუქციონი, რომელშიც პროექტის პარტნიორად შპს „სენა მოტორსი“ გამოვლინდა.

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების მიხედვით, საწყისი ყოველთვიური საიჯარო ქირა 4 000 ლარით განისაზღვრა, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 100 ლარით. ელექტრონული აუქციონი  4 მაისს გამოცხადდა და  7 დღე გაგრძელდა.

კონკურენციის სააგენტო: თუ ვინმე მოგვმართავს, სააგენტო განიხილავს JUST TAXI-ის საქმეს

ვაშაძე: ჩვენ გვქონდა JUST TAXI-ის ინიციატივა, რომელიც სრულიად სხვა რამეს გულისხმობდა

ჯაფარიძე JUST TAXI-ზე: ესაა კლასიკური შემთხვევა, თუ როგორ ქმნის სახელმწიფო მონოპოლიას

Just Taxi-ის მძღოლმა ასაკით უფროს მომხმარებელს უნდა მიმართოს - „ბატონო", „ქალბატონო"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^