Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალგაზრდა მაგდას ვნებანი (ნაწილი 2)

26 დეკემბერი 2016

შენიშვნა

რაკი პირველმა ნაწილმა გამოიწვია იმ ადამიანების აღშფოთება, რომელთაც, როგორც ჩანს, სწორად ვერ გაიგეს ნაწერი, შესავალშივე განვმარტავ: სტატიის მიზანი არაა მაგდა პაპიძის უდანაშაულობის მტკიცება; არც იმის თქმა, რომ „ქართველი დედა ვერ მოკლავდა შვილს“. წესით, ანალიტიკურ ნაშრომს არ უნდა დასჭირდეს დამატებითი ახსნა-განმარტება, მაგრამ რაკი  აბა, რა გინდაათ? მკვლელი გარეთ უნდა იყოოს, რადგან ქალიაააა?“-ასეთი კითხვების დამსმელთ ან ბოლომდე არ წაუკითხავთ ტექსტი  ან ნაწერი ადეკვატურად არ აღუქვამთ, განვმარტავ: ეს ბლოგი არ ეხება თავად მაგდა პაპიძეს; იგი ეხება საზოგადოების ორმაგ სტანდარტებს; ბრბოს, გამალებით რომ ითვლიდა ბრალდებულის თმის სარჭებსა და საყვარლებს, აკვირდებოდა მისი პომადის, თვალის ფანქრის, „ლაინერისადა თმის საღებავის ფერს, დეკოლტეს, „ფეისბუქზეგამოქვეყნებულსექსუალურფოტოებს, თამამჩაცმულობასა და საქალწულე აპკს; ქექავდა ქორწინებამდელ კავშირებს; ეძებდასარწმუნოცნობებს იმის შესახებ, ვისი სარეცელი გაიზიარა ქალმა ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე; კაცის განსჯისას კი არავის აზრად არ მოსვლია მსგავსიმნიშვნელოვანიდეტალების ფრიალი. სწორედ საზოგადოებას ეხება ეს ბლოგი და არა მაგდა პაპიძეს. ამიტომაც, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ავტორი მიმოიხილავს საქმის იურიდიულ ასპექტებს, ან მხარს უჭერს მაგდას გათავისუფლებას, ან ამტკიცებს მის უდანაშაულობას, ან მიზნად ისახავს მის ქება-დიდებას, შემიძლია გითხრათ, რომ ცდებით. სტატიის პირველივე წინადადებაში ვკითხულობთ: „მე არ ვწერ დანაშაულსა და საქმის იურიდიულ ასპექტებზე“... გაღიზიანებული საზოგადოება, რომელსაც ცხვირთან მიუტანეს სარკე და მტკივნეულად მიაჭირეს კიდეც სექსიზმით აფორაჯებულ სახეზე, ხედავს საკუთარ ორმაგ სტანდარტებსა და ძირგამომპალ პატრიარქალურ აზროვნებას (რაც ნამდვილადაა განხილული); ამიტომაც, ხელების სავსავით უარყოფს საკუთარ ნაკლს და მიზოგინიის ლიბრგადაკრული თვალებით კითხულობს იმას, რაც საერთოდ არ წერია; ყველგან ელანდება იურიდიული ასპექტები და მაგდას დაცვა-განდიდება. მათი პასუხია: „ნუ წერ ჩვენზე; ნუ აღწერ, რა მონდომებით დავითვალეთ მაგდას ყვითელი თმის სამაგრები; ნუ წერ სხვის საძინებელში სანთლის დამჭერი, ინტიმური აქტის მოჭვრიტინ-მომზირალი, ჭორიკანა ერის ავადმყოფურ ცნობისწადილზე. ნუ წერ მიზოგინიაზე.“ არა. ზუსტად ამაზე ვწერ.

***

სოფელ მუხრანში (წარსულში ნასამართლევმა) კაცმა მოკლა ცოლი და რძალი; შეეცადა შვილის მოკვლასაც, მაგრამ ეს უკანასკნელი გადარჩა (მძიმედ დაიჭრა). შვილიშვილის მოკვლასაც აპირებდა, მაგრამ ნათესავმა გადაარჩინა ბავშვი. არც ერთ მედიასაშუალებას არ განუხილავს, ვისთან იწვა ბრალდებული ქორწილამდე  4 კვირით ადრე, ვის ჩააბარა ვაჟწულობა, ვის ემესიჯებოდა ხოლმე, საყვარელი თუ ჰყავდა და აბორტის გაკეთება ხომ არ მოსთხოვა (სექსისტები კი თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ შვილის გაწირვამ გამოიწვია მაგდას პირად ცხოვრებასა და თეთრეულში ქექვა). კაცის შემთხვევაში არავის გახსენებია იგივე დეტალები. ამ ორ ფაქტს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს. ითხოვს თუ არა ხალხი ამ კაცის ჩამოხრჩობას? არა. მკვლელობას ხსნის სიდუხჭირით(!): უფულობის, უმუშევრობის ბრალია. ცუდი სიტუაციაა ქვეყანაში. ბანკების სესხებზე ლაპარაკიც არ ღირს. ხალხი გამწარებულია!“; „სამწუხაროა მაგრამ რატომ არის ხალხში ამდენი აგრესია, ამას არავინ კითხულობს. ზოგი უძლებს გაჭირვებას, ზოგი ვერა.“; „პრობლემას არც დალევა და არც მარიხუანა არ გადაწყვეტს. არაფერი გვეშველება, სუიციდით გვექნება, დახოცვაც. ადრე ვის ეცალა მაგისთვის, ყველა მუშაობდა.“; „ადამიანთა უმრავლესობა დარჩა მომავლის იმედის გარეშე. ეს ყველაფერი მძიმედ აისახება მათ ფსიქიკაზე. გახშირდა მკვლელობები. ღმერთო, შენ დაიფარე ყველა!“; „მერე იტყვით იმან ეს მოკლა და .., დაჭერა გამოსავალი არაა, გამოსავალია დასაქმება, ოჯახის და ქვეყნის კვება!!!“. კაცმა შვილიც გაიმეტა სასიკვდილოდ, მაგრამ კაციშვილს არ უნატრია სიკვდილით დასჯის აღდგენა. პირიქით: საოცარი შემწყნარებლობა გამოიჩინეს და ეკონომიკური პრობლემებითახსნესდანაშაული; ქალის დაპატიმრების დღეს კი ძეხორციელს არ მოუვა აზრად, მსგავსიარგუმენტიგამოტანჯოს და მძიმე სოციალურ ყოფას გადაბრალოს ქმარ-შვილის დახოცვა.

ვის აინტერესებს იმ მკვლელი კაცის ინტიმური ცხოვრება? არავის. სამაგიეროდ, გაცხოველებით ითვლიან ყოფილი ქმრებისაგან დახოცილი ქალების საყვარლებს და ამოწმებენ მათი კაბის სიგრძეს. ვინმემ იკითხა, ჰყავდა თუ არა საყვარელი ბრალდებულს, ან როგორი ფოტოები ჰქონდა გამოფენილი ფეისბუქზე? არა. იქნებ, იმიტომ გაჩაღდა კონფლიქტი მეუღლეთა შორის, რომ ცოლმა შეიტყო ღალატის შესახებ? არა, ეს აზრად არ გაუვლია ქალთმოძულეთა ჯოგს, რადგან საყვარლის ყოლა კაცის უფლებაა; ამას არავინ წამოაყვედრის. პირიქით: მძიმე დღე ჰქონდა“; „მძიმე სიმთვრალე“; „უსამსახუროდ დარჩა“, „ეკონომიკური პრობლემები აწუხებდა, „არ შეიძლება ნასვამ ადამიანთან კონფლიქტში, შესვლა ძალიან საშიშია, მეტიც უგუნურობაა, ტვინი არ  უბურღო, თუ გიწვევს გაეცალე, ან ეცადე დაამშვიდო... აი ესაა ის წესი, რაც ყველამ უნდა გაითვალისწიონს მთვრალ კაცთან ურთიერთობისას.... პლაკატივით უნდა იყოს ოჯახებში გაკრული... ოჯახის წევრებს კი, ასეთ სიტუაციაში, მეტი მოთმინება და თავშეკავება მართებთ“... სამაგიეროდროგორც მკვლელი, ასევე, მოკლული ქალების განსჯისას კი საზოგადოება მათ საცვლებში ქექვითაა დაკავებული. ცხადია, ოჯახის წევრებს (განსაკუთრებით, ცოლს) მოთმინება ჰმართებთ; უნდა აიტანონ ნასვამი კაცის პირიდან ალკოჰოლის მძაღე სუნთან ერთად ამოსული გინება. მსხვერპლის ბრალი იქნებოდა! იმდენი ქნეს, მოაკვლევინეს თავი! არ დაუყვავეს მთვრალ მოძალადეს.

მკვლელი კაცების შესახებ დაწერილი სტატიები გამოირჩევა გამაოგნებელი ინფორმაციული სიმწირით; „ნიუსი“ არ ეხება მათს პირად ცხოვრებას; ხოლო თუ ეჭვმიტანილი ქალია, გვაწვდიან დაწვრილებით ცნობებს მის ქორწინებამდელ ურთიერთობებზე; დახურული სასამართლო სხდომიდან (!) გამოაქვთ ინფორმაცია, ავრცელებენ მედიაში. მნიშვნელობა არა აქვს, ქალი მსხვერპლია, თუ მკვლელი; ორივე შემთხვევაში აფრიალებენ მის თეთრეულს. როგორც მკვლელი, ასევე, დახოცილი კაცების სექსი კი არ გამხდარა ასეთი განსჯის საგანი. ამ მახინჯ ორმაგ სტანდარტებს ასაზრდოებს პატრიარქალური აზროვნება: სექსი კაცის ბუნებრივ მოთხოვნილებად მიიჩნევა, ქალისთვის_გახრწნილებად. მედია ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია ამ მორალური ტერორისა.

ქმრისაგან მოკლული ქალის მეზობლები და ნათესავები „გაოგნებულნი არიან“ და „თავს არიდებენ საუბარს“, ანუ აქაც ვამჩნევთ „ღირსეულ“ დუმილს. კაცმა სასიკვდილოდ გაიმეტა შვილი“. საზოგადოების პასუხი: „გაჭირვებააა, სიღარიბეეე, ეკონომიკური პრობლემებიიი“. მაგდამ ბავშვი მოკლა? პასუხი: „ჩამოახრჩვეთ ეს ამძუვნებული ძუკნა, წაკლა!“. ასეთ კაცს არ შეაქებენ. პირიქით: უშვერ სიტყვათა ნიაღვარსაც დაანთხევენ თავზე, მრავალ ცუდ რამეს უსურვებენ, მაგრამ განსასჯელი ქალისაგან განსხვავებით, არასდიდებით არ უწოდებენ ბოზსა და ოჯახის შემარცხვენელს (ცოლის ღალატის გამო). აკადრებენ ყველაფერს, გარდა პირად ცხოვრებაში ქექვისა და საყვარლების დათვლისა; ქალს კი ორივე სასჯელი დაატყდება თავს: ეკლიან მავთულზე ჩამოხრჩობასაც უსურვებენ და მის ორგაზმებსაც დაითვლიან; მის ქორწინებამდელ კავშირებსა და საქალწულე აპკს ლუპით დააკვირდებიან მორალისტთა არენაზე; გაარკვევენ, ვის აკოცა გათხოვებამდე სამი საათით ადრე. სამაგიეროდ, რაც უნდა სასტიკი და ცივსისხლიანი იყოს მკვლელი კაცი, არავის აზრად არ მოუვა იმის თქმა, ქორწილამდე 5 კვირით ადრე რატომ იწვა სხვა ქალთან, ან ცოლს რატომ არ ჩააბარა ვაჟიშვილობაო. აი, ეს ფუნდამენტური განსხვავება იკვეთება ქალისა და კაცის განსჯისას. ზემოხსენებულ ბრალდებულ კაცს არ  აწუხებდა ფსიქიკური პრობლემები; პატრიარქალური საზოგადოება კი დუმს დინჯად და მიზოგინიურად. პაპიძეს აქვს ისტერიული პერსონალური (თეატრალური) აშლილობა და დიაბეტის მძიმე ფორმა, ამას კი არავინ არაფრად აგდებს. ქალის ცოცხლად გატყავებას ნატრობენ. სულ რომ შეურაცხადი იყოს (ან თუნდაც, უდანაშაულო) და ქრონიკული ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდეს, ქმრის ღალატი იმდენად დიდილაქაასაზოგადოების თვალში, მაინც ასე გაიმეტებენ. ამის დასტურია ესსიბრძნე“, ასე გულუხვად რომ აფრქვევენ ოჯახის სიწმინდის დამცველნი: შეიძლება მკვლელი არაა, მაგრამ ბოზი რომაა, ამაზეც ხო არ დავოობთ?“; „მართლა არ მოუკლავს შეიძლება, მაგრამ ამის დედას რო @@@@@, ქმარი სახლში ყავდა და საჟიმაოდ დარბოდა, ბიჭი ეზრდებოდა და თავს ჭრიდა სახალხოდ!“; „არ მოგიკლია, არ მოგიკლია, შე დედა@@@@, კაი, მარა რას დატრიშინობდი საყვარელთან ერთად და რას აძლევდი ოთარას წუპაკო წაკლა?“;  „მარტო იმიტოა სათრევი რო ქმარს უღალატა!“; „მკვლელი რომც არ იყოს, ის ქალი, რომელიც პატივს არ ცემს შვილს და ქმარს და თავისი ღალატით ოჯახს თავს ჭრის, ასეთი ქალი მიუღებელია“; „რომც არ მოეკლა, მთავარია, უღალატა. მარტო ამიტომაა ცხენის კუდზე გამოსაბმელი!“... სამაგიეროდ, არასოდეს განუსჯიათ ბრალდებული კაცები ამ მორალური ,,საზომით“; არასოდეს უთქვამთ, მოღალატე თავს სჭრიდა ოჯახს, ბოლოს და ბოლოს, ბიჭი ეზრდებოდა და შვილს არცხვენდა ეს გარყვნილი მამრიო. მორალისტები მხოლოდ ქალზე ყიყინებენ დიდის რიხით.

„ეკა უწესიერეს ოჯახში გაიზარდა. ძალიან პატიოსანი (!) გოგონა იყო, შრომისმოყვარე, მოკრძალებული(!), უსიტყვო(!).“ ისე აქებენ მოკლულ ქალს, თითქოს, შრომისმოყვარე, ან უსიტყვო, ან „პატიოსანი“ რომ არ ყოფილიყო, ეს ფაქტი, როგორღაც, გაამართლებდა მკვლელობას. სამაგიეროდ, მოკლულ კაცზე საუბრისას არავის ხაზგასმით არ აღუნიშნავს მისი ვაჟიშვილობა და მოკრძალება, როგორც ღირსება, დადებითი თვისება. საინტერესოა, მკვლელი კაცების (მათ შორის, შვილის გამმეტებლის) გასამართლებისას სად იყო ეს ზეზნეობრივი, ზემგრძნობიარე, უსპეტაკესი, უსათუთესი და უწესიერესი საზოგადოება, რომელსაც მხოლოდ ქალის განსჯისას გაახსენდა მაღალი მორალური სტანდარტები, ვენები გადაიხსნა და დიდის ამბით დაირაზმა? დუჟმორეულნი რად არ ითხოვდნენ მათთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას, ან ეკლიან მავთულზე მათ ჩამოხრჩობას? პასუხი: კაცები არიან. ქალთმოძულე უმრავლესობის აზრით, კაცებს ეპატიებათუწესოცოლების, „უღირსიდასამარცხვინოშვილების დაჩეხვა. ეს პატრიარქალური ძალაუფლებაა, მამის უფლება. ბრბოს იმიტომ არ მოუმარჯვებია ქვები იმ კაცების საქმეთა განხილვისას, რომ ეს მკვლელობებიჯდებოდა“ „კაცურ-მასკულინურ-ნორმატიულჩარჩოებში, ანუ ოჯახის თავად შერაცხულმა, შეუმცდარმა, სწორმა და მართალმა კაცმა საკადრისად დასაჯაგზასაცდენილნი“, „შემარცხვენლები(მათ შორის, შვილიც გაიმეტა).

მაგდასაგან ჩადენილი მკვლელობა კი იმიტომ გახდა საყოველთაო აღშფოთების მიზეზი, იმიტომ მოსწყურდა სისხლი ხროვას, რომ ეს არ იყო ისეთი მკვლელობა, რომლის გამართლებაც შეიძლებოდა კაცური გაგებით“, შელახულიკაცური თავმოყვარეობისაღდგენისა დაუზნეოქალის დასჯის სურვილით; პირიქით: ეჭვქვეშ დადგა ქალის ორი „მთავარი“ როლი და მოვალეობა_ცოლობა და დედობა. ამიტომ დაიწყეს მაგდას ცხოვრებაში ქექვა და არა იმიტომ, რომ ხუთი წლის ბავშვი აღმოჩნდა მსხვერპლი. ბავშვის მკვლელობასთან არავითარი კავშირი არა აქვს ქორწინებამდელ სექსს; არანაირ გარემოებას არ გამოკვეთს; სრულიად გამოუსადეგარი ინფორმაციაა, რომელიც (როგორც ზემოთ ვიხილეთ) არასოდეს გამოუყენებიათ მორალური ტერორის იარაღად განსასჯელი კაცების (მათ შორის, ცოლ-შვილის მკვლელის) წინააღმდეგ. ტვინდამთხვეულთათვის ისაა მთავარი, ვისთან ჰქონდა სექსი მაგდას, სიგარეტს თუ ეწეოდა, რამდენი სვირინგი ეხატა სხეულზე, დემონებს ხომ არ უმზერდა, ქმრის ნებართვის გარეშე რად დაიარებოდა გასარუჯად, რა ფერის თმის სამაგრები ეკეთა, როგორი გვირილები ჰქონდა ჩაწნული დალალებში, როგორი პომადა ესვა, როგორი თვალის ფანქრით ჰქონდა მოხატული წამწამები, როგორი გულამოჭრილი პერანგი ეცვა, რა ფერი დაჰკრავდა მის კულულებს სასამართლო პროცესზე, როგორ გაბედა თმის შეღებვა და ..

როგორ ურცხვად იტყუება ეს ძუკნა, ყოველდღე ვხვდები მამაოსო!“-ღრიალებს დორბლმორეული ჯგრო. იქნებ, ეს ფანტაზია ნაყოფია ისტერიულ-პიროვნული, თეატრალიზებული აშლილობისა, რომელიც დაუდგინდა? არავის დაუსვამს მსგავსი შეკითხვაც კი. ასეთი აშლილობით შეპყრობილ ადამიანებს სჩვევიათ ყველაფრის თეატრალიზება, მძაფრი პათოსი, მოვლენათა დრამატიზება, მკვეთრი ეგოცენტრიზმი, გაძლიერებული ემოციური ექსპრესიულობა, სხვაზე მიჯაჭვულობის განცდა, აფექტური მეტყველება, უეცარი მრისხანება, ისტერიკა; იყენებენ მხატვრულ მეტაფორებს, მაღალფარდოვან, პოეტურ ფრაზებს. არა, ეს არავის ანაღვლებს. მთავარი ისაა, რომ მაგდამ გაბედა თმის შეღებვა და თვალ-წამწამის მოხატვა! ისტერიული აშლილობის მქონეთ, ძლიერი ჰორმონალური შემოტევები ახასიათებთ; ეს არის ძალზე რთული ბიო-ქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესი, რომელიც იწვევს ფსიქიკისა და ბიჰევიორისტულ (ქცევის) ცვლილებებს; ორსულობა და დიაბეტის მწვავე ფორმა კი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ყოველივეს. არა! ეს არაა საინტერესო სექსიზმის მედროშეთათვის! მხოლოდ ესაა საინტერესო: მგონი, ამ წაკლას თმის საღებავი გაუთავდა და იქნებ, შეაწოდოთ როგორმე?!“; „რა პეპლები გაურჭვია თმაში? თავს უნდა იმარხავდეს ცოცხლად! ეს ნორმალურია საერთოდ?“ „exla ilaparake cixeshi mxatvrulad,tavisupali qali xar,axar shegacuxebs shvili da qmari((( cixidan tavi ar unda gamoyo mteli cxovreba!! shennairi satanebi ar unda ibadebodnen.“

როგორც ვიხილეთ, ზემოჩამოთვლილ მკვლელ კაცებს არ ჰქონიათ არც ფსიქოზი, არც შეურაცხადად არ უცნიათ, არც ისტერიული პიროვნული (თეატრალიზებული) აშლილობა დაუდგენიათ მათთვის; არ ყოფილან ესოდენ „მრავალშრიანი“ და ეგზომ ღრმა ფსიქიკით გამორჩეული ტიპაჟები. არავის გაურკვევია მათი ინტიმური ცხოვრების დეტალები. სასამართლო კი არაადეკვატურად (უფრო სწორად, პატრიარქალურად) ლმობიერია მათდამი. მკვლელობას წინ უძღოდა მრავალწლიანი ოჯახური ძალადობა (ეს დამამძიმებელი ფაქტორია, მაგრამ არავინ არაფრად აგდებს). დამამძიმებელი ფაქტორია წარსულში ნასამართლეობაც (რაც გამოიკვეთა ყოფილი ცოლების მკვლელთა გასამართლებისას), მაგრამ არც ეს არ გაითვალისწინეს. პირიქით: ცოლზე ეჭვიანობა (!) ჩათვალეს შემამსუბუქებელ გარემოებად. ესაა მიზოგინიის დაკანონება სახელმწიფო დონეზე; სხვა სახელი არ ჰქვია ამ მოვლენას. ესაა იმის გაცხადება, რომ შესაწყნარებელია ეჭვიანი კაცი, რომელსაც სურს, ყოფილი ცოლი აკონტროლოს, სცემოს, გადაეკიდოს, არ მისცეს თავისუფლად ცხოვრების უფლება; ეს უდრის იმის ამაყად თქმას, რომ თუკი ასეთი კაცი მოკლავს ცოლს, ძალზე მსუბუქ სასჯელს მიიღებს. ესაა ფემიციდის პირდაპირი გამართლება და წაქეზება. გასაოცარი თანასწორობაა ქალის წილხვედრ ქვეყანაში: ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ შვიდწლიანი (!) პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაჯახის თავში ჩარტყმით მოკლა ცოლი ბავშვების თვალწინ; მერე სახლს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით (ექვსი რეალური და ერთი_პირობითი) ოჯახის წევრის მკვლელობისთვის (ბოლო ორი წლის მანძილზე) სასამართლოსაგან შეფარდებული ყველაზე მოკლევადიანი განაჩენია.

სახელმწიფომ უნდა არჩინოს პაპიძე?? თბილად უნდა ჰყავდეს და საჭმელი აჭამოს დილა-საღამოს???“-ბობოქრობს მოშლიგინე ნახირი. ზემოხსენებული მკვლელი კაცებისთვის არასოდეს დაუმადლებიათ ლუკმა, არც თბილი საბანი წამოუყვედრებიათ და არც მათი არსებობისათვის საჭირო საკვები დაუთვლიათ ასე გულდაგულ. რატომ? ისინი კაცები არიან, მაგდა კი ქალია. მაგდა ეროვნულ მონსტრად იქცა და ერთად აღებულ ყველა მკვლელ კაცზე (მათ შორის, შვილის გამმეტებელზე) ბევრად უფრო შესაზიზღარ, სისხლისმსმელ და უსულგულო დემონად შერაცხეს. როგორც ვნახეთ, არავინ ჩასძვრომია საცვლებში შვილის გამწირავ კაცს; სპეტაკი საზოგადოება არ დაინტერესებულა მისი ვაჟიშვილობის საკითხით. ამიტომაც, არაფერს ცვლის ბავშვის მკვლელობის ფაქტი. სწორედ მაგდას სქესმა გამოიწვია ასეთი ავადმყოფური ინტერესი. როცა ამას ვერ ამჩნევ, ბეცი ინწელექწუალი და მოღიმარი მიზოგინი გქვია; შეგიძლია, მწიფე ლეღვის თვითკმაყოფილი სიჩლუნგითა და სიამაყით ატარო ეს სახელი მანამ, სანამ თავად არ მოგბეზრდება. პატრიარქატის დამქაშები ხედავენ სარკეში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას; ხედავენ იმ მახინჯ ორმაგ სტანდარტებს, რომელთაც მოიხმობენ ქალებისა და კაცების განსჯისას; ხედავენ, რომ მხოლოდ 2014 წელს 39 ქალი გამოსალმა სიცოცხლეს (ყოფილმა) ქმარმა, მაგრამ ამ კაცების სახელებიც კი არ ახსოვს, არათუ მათი ინტიმური ცხოვრების დეტალები და ვაჟწულობის დაკარგვის თარიღი. უბრალოდ, არ დაინტერესებულა. ხედავს ამას, მაგრამ ჯიუტად უარყოფს საკუთარ აყროლებულ-ამძაღებულ სექსიზმს და ზუსტად იმეორებს სექსისტების ლოგიკას: ქალი და მამაკაცი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება!!! ის რასაც მამაკაცი ჩაიდენს, იგივე რომ ქალმა ჩაიდინოს, უფრო ცუდად ჩანს, ქალია და იმიტომ!!! მამაკაცმა ქუჩაში შეიძლება იჩხუბოს, ვინმეს დაარტყას და ასე შემდეგ, იგივე რომ ქალმა ჩაიდინოს ბევრად უფრო ცუდად გამოჩნდება, იმიტომ რომ !!!!!!!! დამნაშავე ქალი ბევრად უფრო ამაზრზენია, ვიდრე დამნაშავე კაცი!!! ლოთი ქალი ბევრად ცუდი საყურებელია ვიდრე ლოთი მამაკაცი, ანუ განსხვავება არის, თანაც ძალიან დიდი, და საზოგადოებასაც შესაბამისად აბს       ურად სწორი რეაქცა აქვს! ეს განსხვავება იყო, არის და ყოველთვის იქნება და ღმერთმა დაგვიფაროს და არ იყოს!!!!“

სრულიად უდანაშაულო რომ იყოს მაგდა, მიზოგინები მაინც ჩაქოლავენ საყვარლის ყოლის გამო (დასტური:  შეიძლება, მკვლელი არაა, მაგრამ ბოზი რომაა? მარტო იმიტომ უნდა გამოაბა ცხენის კუდზე, რომ ღალატი გაბედა!“ თვალსაჩინოებისათვის, იხილეთ მუქი შავი შრიფტით დაბეჭდილი აბზაცები). სწორედ ასე ქოლავენ ქმრებისაგან დახოცილ ქალებს განრისხებული ერის სამსჯავროზე და დამნაშავედ წარმოაჩენენ მათ. ესაა ხალხის ხმა: ისინი იმსახურებდნენ ყოფილი ქმრების ხელით სიკვდილს“; „არ ებოზათ და არ მოკლავდნენ“. ქალთმოძულეთა ფრონტმა კარგა ხნის წინ გამოუტანა პატრიარქალური განაჩენი მაგდას, რადგან მან დაარღვია ქალისათვის დადგენილი ზემოჩამოთვლილი აკრძალვები. მაგდას გზა მკვეთრად „ანტიქალისკულტისეულია“; „ანტიოთარაანთქვრივისეული“; მისი გზა მედეას გზაა, ტრანსგრესიის, სრული უარყოფის, რეზისტენტობის, სუბვერსიის გზა. ზუსტად ერთი წლის წინ დააპატიმრეს, გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს არა მხოლოდ დამნაშავე ქალს, არამედ ქალის ნების თავისუფლებას, მის სხეულს, სექსუალობას, მის ლტოლვებს, მისწრაფებებს, ცხოვრებას, არჩევანსა და ვნებებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^