Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არჩევნების ლეგიტიმურობაზე კითხვა არ დასმულა - ჩუგოშვილი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებაზე

29 ნოემბერი 2018

არჩევნების ლეგიტიმურობაზე კითხვა არ დასმულა არც ქვეყნის შიგნით, არც ქცეყნის გარეთ და ვერ დაისმება ეს კითხვა იმდენად მკაფიო არის ქართველი ამომრჩევლის გამოვლენილი ნება,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „TV პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

„გუშინ მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებდა პოლიციას, ჯარს დაუმორჩილებლობისაკენ , რაღაც ადეკვატურობიდან გასული განცხადებები, ქაჩვა ქვეყნის უკან სადღაც წარსულში, არეულობაში, დესტაბილიზაციაში და ა.შ. ეს ადამიანები არ აღიარებენ მილიონზე მეტი ადამიანის გამოხატულ ნებას, მილიონზე მეტ ადამიანს აყენებენ შეურაცხყოფას, წარმოუდგენელ რაღაცეებს ეძახიან ამ ადამიანებს, მერე აქვთ კიდევ პრეტენზიები.

ყველა დამკვირვებელის მხრიდან მკაფიოდ და ნათლად ნათქვამი ის, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი კითხები , ამაზე რატომ არ საუბრობენ? საიდან მოიტანეს, სად ამოიკითხეს სიტყვა ლეგიტიმურობა? სად ამოიკითხეს რაიმე კითხვა ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით? სისულელე სრული, არსად არაფერი მსგავსი არ თქმულა“,- განაცხადა ჩუგოშვილმა. 

ჩუგოშვილის თქმით, დამკვირვებელი ორგანიზაციების დასკვნებში არის საკითხი, როემლიც მეორდება წლიდან-წლამდე, არჩევნებიდან-არჩევნებამდე,-„ ეს არის რამდენიმე თემა, როემლზეც მუდმივად არის ხოლმე საუბარი, ცაკლეული შემთხვევები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ა.შ. რაც შეეხება ნების გამოვლენის ფარულობას, ამის ერთი მკაფიო ფაქტი რაც დაფიქსირდა და სადაც ჩვენი წარმომადგენელი ფიქსირდებოდა, თვითონ ჩვენ მივმართეთ შესაბამის უწყებებს, რომ ჩვენი წარმომადგენლის მიმართ გაეტარებინათ კანონით გათვალისწინებული ზომები. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა თუ სხვა რაღაცეებს ,რომელიც ხდება ყველა საარჩევნო პროსესში ასეთ ინდივიდუალურ დარღვევებს ყოველთვის აქვს ადგილი, იმისთვის რომ საარჩევნო ეტაპი კიდევ უფრო მაღალ ეტაპზე დაგავიყვანოთ ქვეყანაში, ქვეყანა არის განვითარების იმ ეტაპზე, რომ  ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო წინ წავიწიოთ და კიდევ უფრო ნაკლები შენიშვნები იყოს არჩევნების პროცესში“.

ვალების ჩამოწერა შეიძლება, გაუთანაბრდეს ხმების ყიდვას – საერთაშორისო დამკვირვებლები

საზმაუმ წარმოაჩინა მკვეთრად მიკერძოებული პოზიცია ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ - სადამკვირვებლო მისია

ხმებზე თვალის მიდევნებამ წარმოშვა დაშინების პოტენციალი და შეშფოთების საფუძველს ქმნის - სადამკვირვებლო მისია

კოორდინატორები ხშირად ცდილობდნენ ამომრჩეველზე ზემოქმედებას - სადამკვირვებლო მისიის დასკვნა

„იმედმა“ უფასო საეთერო დრო არ გამოუყო გრიგოლ ვაშაძეს - საერთაშორისო დამკვირვებლები

საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა - საერთაშორისო დამკვირვებლები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^